15 რჩევა - როგორ დაიკლოთ წონაში სწორად
15 რჩევა - როგორ დაიკლოთ წონაში სწორად

წონაში დასაკლებად სწრაფი და "მკვლელი" დიეტების ნაცვლად სჯობს უპირატესობა ჯანსაღ კვებას მიანიჭოთ. მიღებული ეფექტი უფრო ხანგრძლივიც იქნება და უფრო ნაკლებ სტრესულიც. გთავაზობთ 15 სასარგებლო რჩევას, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ:


1.დღის განმავლობაში დალიეთ 2 ლ წყალი.

2 ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, გარდა ცოტაოდენი წითელი ღვინისა.

3. უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა თაფლიანი და ლიმონიანი წყალი. ისაუზმეთ 20 წუთის შემდეგ. 

4. ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ ჭიქა წყალი.

5. ჭამეთ დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებად.

6. ბოლო კვება დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე უნდა იყოს. 

7. ჩაი უშაქროდ დალიეთ, ყავაც ზედმეტი დანამატების გარეშე (ნაღები, რძე, შაქარი)

8. კარტოფილი მხოლოდ კვირაში ორჯერ - მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი

9. ნუ დაივიწყებთ სპორტს! თუ დარბაზში ვერ დადიხართ, სახლში ივარჯიშეთ ვიდეო-გაკვეთილების მიხედვით ან გადით გარეთ და ირბინეთ.

10. არასოდეს გამოტოვო საუზმე.

11. დაივიწყეთ შემწვარი კერძები. მიირთვით მხოლოდ მოხარშული, უცხიმო ხორცი, ქათამი, თევზი, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი.

12. სალათებს მოასხით ნატურალური არარაფინირებული ზეთი, ლიმონის წვენი, არაჟანი. მაიონეზი დაივიწყეთ, მით უფრო ნაყიდი.

13. უარი თქვით ფასტფუდზე, ჩიპსებზე, მარილიან თხილულზე და კრეკერებზე, გაზიან ტკბილ სასმელებზე, ფუნთუშებზე, ცხიმით გაძეძგილ ფენოვან ხაჭაპურებზე...

14. საკვები პატარა თეფშზე გადმოიღეთ და პატარა კოვზითვე მიირთვით. თავიდან გაგიჭირდებათ, დაახლოებით 1 კვირაში კი ორგანიზმი შეეჩვევა, კუჭი დაპატარავდება და ბევრს თავადაც ვეღარ შეჭამთ.

15. ერთ ჭამაზე 200 გრამზე მეტ საკვებს ნუ მიიღებთ.
 

 

მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:07 p.m.
ნანახია: 59313