"წონასთან ბრძოლის პირველი ეტაპი გავლილია, რასაც წონის კლება ჰქვია; ახლა უფრო რთულ ეტაპს გავდივარ..." - თიკა ჯამბურია
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
როგორც ცნობილია, თიკა ჯამბურია ბოლო წლებში ჭარბ წონას ებრძოდა. ამ ეტაპისთვის კი სასურველ შედეგს მიაღწია: ამჯერად ის "ინსტაგრამზე" ახალ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გავლილია...განაგრძეთ კითხვა