თუკი დიდი რაოდენობით ხორცსა და დამუშავებულ საკვებს მიირთმევთ, შესაძლოა, ალცჰაიმერის განვითარების რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ - ახალი კვლევა
ავსტრალიაში ბონდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დიდი ოდენობით ხორცისა და დამუშავებული საკვების მიღებასა და ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 438 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 108 მოქალაქეს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, 330 კი ჯანმრთელი იყო. მეცნიერებმა კვლევაში ჩართული პირების კვების რაციონი შეისწავლეს.
აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებს ხორცეულითაა და დამუშავებული საკვებით მდიდარი რაციონი ჰქონდათ, ხშირად მიირთმევდნენ ძროხისა და ღორის ხორცს, სოსისებს, ხორციან ღვეზელებს, ჰამბურგერებსა და პიცას. ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით, მათ კვების რაციონში ხილსა და ბოსტნეულს მცირე ადგილი ეკავა. ნაკლებად მიირთმევდნენ, მაგალითად, ფორთოხალს, მარწყვს, ავოკადოს, კიტრს, სტაფილოს, კომბოსტოს და ასე შემდეგ.
მიღებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ კვების რაციონი...განაგრძეთ კითხვა