"ასეთი კონსერვები ინტოქსიკაციას უცებ არ იწვევენ, მაგრამ თანდათან ზოგი ღვიძლს აზიანებს, ზოგი თირკმელს" - როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კონსერვი ტოქსიკურია
სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში "შუადღე" როგორც სახლში დამზადებული, ასევე ნაყიდი კონსერვების უსაფრთხოებაზე საუბრობს და განმარტავს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ:
- როდესაც კონსერვებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დაავადება ბოტულიზმი გვახსენდება. ბოტულიზმი შესაძლოა, შებოლილი პროდუქტების გამოყენებამაც გამოიწვიოს. თუმცა, ვთქვათ, რატომ ვაკავშირებთ ამ დაავადებას პირდაპირ კონსერვებთან - ბაქტერია, რომელიც ბოტულიზმს იწვევს, უჟანგბადო სივრცეში მრავლდება და ტოქსინებს გამოჰყოფს. ისეთ გარემოში, როგორიც, მაგალითად, დახუფულ კონსერვშია. გარდა ამისა, ობის სოკოებიც უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, კონსერვის გახსნისას თავზე გვინახავს ობი, რომელსაც მოაშორებენ ხოლმე და შემდეგ პროდუქტს ჩვეულებრივად მიირთმევენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა.
პირველ რიგში, რაც სახლში დამზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ აუცილებლად საღი პროდუქტი გამოვიყენოთ. თითოეული ბადრიჯანი, პომიდორი, ხახვი...განაგრძეთ კითხვა