სად მივირთვათ ყველაზე გემრიელად თბილისში?
საქართველო, ევროპაში 48-დან, მეოთხე საუკეთესო სამზარეულოს ტიტულს იკავებს. ბევრისთვის კი პირველობის უდაო კანდიდატია. მიკერძოებულები და სუბიექტურები რომ არ ვიყოთ, არ გვინდა რანკირება, არც შეჯიბრი და უბრალოდ, დღეს მოგიყვებით სად შეძლებთ თბილისში გემრიელად მირთმევას.
საქართველოს ულამაზესი დედაქალაქი თბილისი არის ადგილი, სადაც ისტორია, კულტურა და კულინარიული სიამოვნებები ერთმანეთს ერწყმის. მომხიბლავი ქუჩების დათვალიერებისას არ გამოტოვოთ არცერთი შანსი, დატკბეთ ამ ცოცხალი ქალაქის მრავალფეროვანი შეთავაზებებით. შემოგვიერთდით გასტრონომიულ თავგადასავალში, სადაც გიამბობთ ქართული, ევროპული და აზიური კერძების დასაგემოვნებლად საუკეთესო ლოკაციებზე.
რესპუბლიკა 24
რესპუბლიკა 24-ში სტუმრობისას, მოემზადეთ კულინარიული მოგზაურობის დასაწყებად, რომელიც აერთიანებს ქართულ კლასიკურ სამზარეულოს და მომხიბვლელ აზიურ ელემენტებს. სპეციალურად შექმნილი უნიკალური კერძებიდან დაწყებული, დესერტების უგემრიელესი ასორტიმენტით დამთავრებული, რესტორანი მზადაა გემსახუროთ 24 საათის განმავლობაში.
რესუბლიკა 24, საუკეთესო რესტორანი ქართული კერძების მოყვარულებისთვის, მისი მენიუს მრავალფეროვნებით ყველა სტუმარს აღაფრთოვანებს და არავის დატოვებს იმედგაცრულებულს. აქ გელოდებათ საუკეთესო ხაჭაპურების სხვადასხვა ვარიაცია, იქნება ეს, იმერული, მეგრული, რაჭული თუ აჭარული. მენიუში ასევე შეგხვდებათ უგემრიელესი სტარტერები, წვნიანები, გარნირები, მეგრული და კახური ძირითადი კერძები. მოგეხსენებათ, გამორიცხულია ქართული სუფრა, ხინკლის გარეშე. უგემრიელესი კერძის სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს რესტორანი, აქ შეხვდებით თელავური, მოხევური, ქალაქური და აზიური ხინკლის არჩევანს, რომელიც სამუდამოდ დაატყვევებს თქვენ გულს.
რესტორანი რესპუბლიკა
დაიწყეთ მოგზაურობა ქართულ არომატებში რესტორან რესპუბლიკაში. მიირთვით გამორჩეული ჩაქაფული, სურნელოვანი ჩაშუშული ნაზი ცხვრის, ტარხუნისა და მწვანილის ნაზავით. დააგემოვნეთ ხარჩოს წვნიანი, ან თუნდაც მეგრული კუპატი. არჩევანი უდედესია და დამერწმუნეთ ერთხელ სტუმრობა არ იქნება საკმარისი. აქ ვინც მოდის, აუცილებლად ბრუნდება უკან.
აღსაბუშნავია, რომ რესპუბლიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქართული სამზარეულოთი. აქ გაქვთ შესაძლებლობა, დააგემოვნოთ სპეციალურად შექმნილი მენიუ, რომელიც ინსპირირებულია საფრანგეთით. მენიუში არსებული კერძები პარიზის ცნობილი Rungis Market-ან ჩამოტანილი უახლესი, პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით არის დამზადებული.
ფილინი
ფილინი გიწვევთ, რომ განიცადოთ იტალიური ელეგანტურობისა და ქართული ხიბლის საოცარი ნაზავი. დააგემოვნეთ უგემრიელესი პიცა, ან იტალიური პიცის კრეატიული ნაზავი ქართული ყველის და პურის ელემენტებით. უგემრიელესი ევთენტური იტალიური სპაგეტის ფართო არჩევანი, კლასიკური სპაგეტი ბოლონეზიდან დაწყებული ქართული ყველით სავსე რავიოლებით, წარმოაჩენს იტალიური და ქართული კულინარიული ტრადიციების ჰარმონიულ შეხამებას.
კაფე ივერია
სენდვიჩები, სალათები, უგემრიელესი დესერტები და ყავა. ადგილი სადაც, ლანჩისთვის აუცილებლად უნდა მიხვიდე. დააგემოვნო პრემიუმ ხარისხის სასმელები, უგემრიელესი სენდვიჩები და ფრანგული კრუასანები. კაფე ივერია, ცალსახად საუკეთესო კაფეა თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბობისა და სასამიამოვნო დღის გასატარებლად.
უმამი
აზიური სამზარეულოს მოყვარულების სამოთხე დედაქალაქში. ინტერიერი, აურა, სურნელები და უბრალოდ აზიით შთაგონებული საოცარი კერძები გელოდებათ რესტორანში. სუშის სეტები, ცელი და ცივი აპეტაიზარები, მთავარი კერძები, წვნიანები და როლები სპეციალურად შექმნილია მათთვის, ვისაც სურს გაიცნოს დიდებული და მრავალფეროვანი აზიური კულტურა.
დასასრულს, რესპუბლიკა 24-ის, რესპუბლიკის, ფილინის, კაფეს ივერიასა და უმამის საფირმო კერძები მაგალითია თბილისის კულინარიული მრავალფეროვნების. ამ მოკლე დროში, გამოგზაურეთ აზიის არაერთ რეგიონში, საფრანგეთში, იტალიაში და მთელ საქართველოში.
მიუხედავად იმისა, ხართ კულინარიის ექსპერტი თუ მოყვარული, ჩამოთვლილი რესტორნები გთავაზობთ სასიამოვნო გასტრონომიულ მოგზაურობას ქალაქის გულში. ყოველი კერძის დაგემოვნებისას თქვენ არამარტო შეიგრძნობთ სიამოვნებას, არამედ შექმნით სამუდამო მოგონებებს თქვენი თბილისური თავგადასავლის შესახებ. გემრიელად მიირთვით!
R