რა მოხდება თქვენს სხეულში, თუ 2 კვირის განმავლობაში შაქარზე სრულად იტყვით უარს
თუკი 2 კვირის განმავლობაში შაქარზე სრულად იტყვით უარს, თქვენი ორგანიზმი, ენერგია, განწყობა და ზოგადი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კონკრეტულად კი აი, რას იგრძნობს თქვენი სხეული უშაქრო რეჟიმზე გადაყვანისას.
შეიცვლება თქვენი სახე და სხეული
პირველ რიგში, სახის ფორმა იცვლება. მრგვალი, შეშუპებული ფორმის ნაცვლად ის ბევრად უფრო თხელი ხდება. ცვლილება მხოლოდ სახეზე არ გამოიხატება. რა თქმა უნდა, სხეულის პარამეტრებიც იცვლება. თუკი 2 კვირის განმავლობაში შაქარზე უარს იტყვით, ნახავთ, რომ მუცლის ცხიმი შემცირებას დაიწყებს. ასევე, გაქრება ცხიმი ღვიძლიდანაც. შაქარი და ცხიმი ორგანიზმისათვის ენერგიის მთავარი წყაროა. როდესაც შაქარს არ მიიღებთ, სხეული ცხიმს გამოყენებს, შესაბამისად კი, წვას დაიწყებს. შედეგად, სხეული ზედმეტი ცხიმისაგან გათავისუფლდება.
დადებით გავლენას 4 ორგანოზე ერთდროულად იგრძნობთ:
თქვენი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თვალი შაქრის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომაა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს შესაძლოა, დიაბეტური რეტინოპათია განუვითარდეთ. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც, სისხლში გლუკოზის მაღალი დონე ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს და ადამიანებს მხედველობის პრობლემა უჩნდებათ.
გარდა ამისა, უმჯობესდება თირკმლის მუშაობა. თირკმელიც შაქარზე განსაკუთრებით რეაგირებს. დიაბეტური ნეფროპათია კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გართულებად ითვლება. ის, როგორც წესი, პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტის გართულების შედეგად ყალიბდება და თირკმლის ფილტრაციის დელიკატურ სისტემას აზიანებს. ამიტომ, თუ შაქრის გამოყენებაზე უარს იტყვით, თირკმლის მუშაობაც გაუმჯობესდება და გართულებებსაც თავიდან აირიდებთ...განაგრძეთ კითხვა