საკვები, რომელიც ამცირებს კიბოს რისკს - Gemrielia.ge

საკვები, რომელიც ამცირებს კიბოს რისკს

მიღებულმა საკვებმა შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს ჯანმრთელობის ბევრ ასპექტზე, მათ შორის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკზე, როგორიცაა გულის დაავადება, დიაბეტი და კიბო.დადასტურებულია, რომ განსაკუთრებით კიბოს განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს კვება.

ბევრი საკვები შეიცავს სასარგებლო ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარების შემცირებას. ასევე არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ გარკვეული საკვების მიღება შეიძლება დაკავშირებული იყოს დაავადების დაბალ რისკთან.

საკვები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ კიბოს განვითარების რისკი.

ბროკოლი

ბროკოლი შეიცავს სულფორაფანს, მცენარეულ ნაერთს, რომელიც გვხვდება ბოსტნეულში და აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.

საცდელმა კვლევამ აჩვენა, რომ სულფორაფანმა შეამცირა სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების ზომა და რაოდენობა 75%-მდე.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თაგვების მკურნალობამ სულფორაფანით ხელი შეუწყო პროსტატის კიბოს უჯრედების მოკვლას და სიმსივნის მოცულობის შემცირებას 50%-ზე მეტით.

ზოგიერთმა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ბოსტნეულის მიღება, როგორიცაა ბროკოლი, შეიძლება დაკავშირებული იყოს კოლორექტალური კიბოს დაბალ რისკთან.

სტაფილო

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მეტი სტაფილოს ჭამა დაკავშირებულია გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების დაბალ რისკთან.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სტაფილოს შეუძლია კუჭის კიბოს განვითარების რისკი 26%-მდე შეამციროს.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტაფილოს უფრო მიღება დაკავშირებულია პროსტატის კიბოს განვითარების 18%-ით დაბალ შანსებთან.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კი მწეველებს, რომლებიც არ ჭამდნენ სტაფილოს, სამჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ ფილტვის კიბო, მათთან შედარებით, ვინც სტაფილოს ჭამდა კვირაში ერთხელ...განაგრძეთ კითხვა