რა რაოდენობის რუსული საკვები და სასმელი პროდუქტი შემოდის საქართველოში - Gemrielia.ge

რა რაოდენობის რუსული საკვები და სასმელი პროდუქტი შემოდის საქართველოში

საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ჯამში 1,629 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია (საკვები/სასმელი) შემოვიდა, საიდანაც 26,2% რუსეთზე მოდის, შესაბამისად, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია. შარშან რუსეთიდან საქართველომ 427,451 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსეთი პირველ ადგილს 2012 წლიდან არ თმობს, მანამდე პირველ ადგილს უკრაინა იკავებდა. სტატისტიკის მიხედვით, თუ 2011 წელს საქართველოში ჯამში 1,016 მლრდ აშშ დოლარის საკვები /სასმელი შემოვიდა და აქედან 15,3%-ით (155,152 მლნ აშშ დოლარი) რუსეთი მეორე იმპორტიორი ქვეყნის ადგილს იკავებდა, უკვე 2012 წლიდან მისი წილი 18%-მდე გაიზარდა და მას შემდეგ, პირველ ადგილზეა. კერძოდ, 2012 წელს ქვეყანამ 1,086 მლრდ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შეიძინა, საიდანაც 200,424 მლნ აშშ დოლარის რუსეთიდან.

უნდა ითქვას, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, იმპორტირებული პროდუქციის წილი შემცირებული იყო. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ჯამში 1,533 მლრდ აშშ დოლარის საკვები და სასმელი შემოვიდა, აქედან 490 942 მლნ აშშ დოლარის (32%) რუსული იყო...განაგრძეთ კითხვა