5 მარტივი რეცეპტი ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის
თანამედროვე სამყაროში ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, სწრაფი კვება კი მის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული. ეს უკანასკნელი ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენით არის ცნობილი. შესაბამისად, თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი გამოწვევა სწორ კვებაზე გადასვლაა. მიუხედავად სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლისა, ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით დაბალანსებული კვებითი რაციონის შექმნა შეუსრულებელ მისიას აღარ წარმოადგენს. მთავარი გასაღები კი იმ ინგრედიენტების ცოდნაშია, რომლებსაც ორგანიზმისთვის სარგებელი მოაქვთ.
სტატიაში განხილული 5 მარტივი რეცეპტი აუცილებლად მიიქცევს გურმანების ყურადღებას. თითოეული რეცეპტის ინგრედიენტები გამორჩეულად სასარგებლოა კვებითი ღირებულებების გამო და გამოირჩევა გემოვნური მახასიათებლებით.
რეცეპტი #1
ავოკადოს და ნიგვზის სალათი
ინგრედიენტები: ავოკადო, ნიგოზი, ისპანახი, რუკოლა, სალათის ფურცელი, პომიდორი ჩერი, კიტრი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი
კულინარიულ სფეროში არსებობს რამდენიმე კომბინაცია, რომელიც ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ავსებს და ამასთან ერთად, საოცარ არომატს იძლევა. ერთ-ერთი ასეთი ავოკადოსა და ნიგვზის კომბინაციაა.
კრემისებრი ტექსტურისა და გამორჩეული გემოს ავოკადო ამ სალათისთვის შეუცვლელი ინგრედიენტია. ის მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით, მათ შორის, კალიუმით, ფოლატით და ვიტამინებით K, E, რაც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ძვლების სიმტკიცეს და იმუნური სისტემას.
ნიგოზი ცნობილია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაციით, განსაკუთრებით ალფა ლინოლენის მჟავით, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობისა და კოგნიტიური ფუნქციების განვითარებაში. გარდა ამისა, ნიგოზი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორებიცაა, პოლიფენოლები და ვიტამინი E. ანტიოქსიდანტები ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესს და ანთებით პროცესებს ორგანიზმში. ნიგოზი დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე, ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, როგორებიცაა, კიბო და დიაბეტი.
ამ სალათში ავოკადო ქმნის ტკბილ ფონს, ნიგოზი - ხრაშუნა ტექსტურას, ცოცხალი მწვანილი, პომიდორი ჩერი და კიტრი კი აძლევს სასიამოვნო შეფერილობასა და არომატს.
მომზადების წესი: შეურიეთ ერთმანეთს დაჭრილი ავოკადო, კიტრი, ჩერი პომიდორი და ნიგოზი მწვანილთან ერთად. მოამზადე სოუსი ლიმონის წვენით, ზეითუნის ზეთით, მარილი და პილპილით. მოასხით სალათს და გემრიელად მიირთვით.
რეცეპტი #2
კინოა შემწვარი ბოსტნეულით
ინგრედიენტები: კინოა, ბადრიჯანი, სტაფილო, თეთრი ხახვი, ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, მოცვის ჩირი, ნუში.
ამ კერძის თითოეული ინგრედიენტი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. კინოას, მისი შთამბეჭდავი კვებითი პროფილის გამო, სუპერპროდუქტსაც კი უწოდებენ. კინოა უნიკალური ბურღულეულია, რომელიც შეიცავს ცილებს, უჯრედისს, აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორებიცაა რკინა და მაგნიუმი. კინოა არის უგლუტენო პროდუქტი, რომელიც იდეალური ალტერნატიული საკვებია მათთვის, ვისაც დიეტური შეზღუდვები აქვს.
ბადრიჯანი დახვეწილ გემოვნურ მახასიათებლებთან ერთად, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორებიცაა, ნასუნინი და ქლოროგენის მჟავა. ორივე მათგანი იდეალურია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის.
სტაფილო მდიდარია უჯრედისით, ბეტა-კაროტინითა და აუცილებელი მინერალებით, რაც ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის გაძლიერებაში.
აღნიშნულ ინგრედიენტებს თეთრი ხახვი და ნიორი განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ხოლო მოცვის ჩირი და ნუში სასიამოვნო სიტკბოსა და ხრაშუნა ტექსტურას აძლევს.
მომზადების წესი: მოხარშეთ კინოა 10-15 წუთის განმავლობაში. ზეითუნის ზეთში შეწვით დაჭრილი ბადრიჯანი, სტაფილო და თეთრი ხახვი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მომზადებული ბოსტნეული შეურიეთ მოხარშულ კინოას. დაუმატეთ მოცვის ჩირი, ნუში და გემრიელად მიირთვით.
რეცეპტი #3
კივისა და ბანანის დესერტი
ინგრედიენტები: ბერძნული იოგურტი, კივი, ბანანი, გრანოლა, თაფლი (სურვილისამებრ)
ტკბილ და გემრიელ დესერტში წამყვანი როლი ხილს უჭირავს. ხილი ადამიანის ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნუტრიენტს, ვიტამინს, მინერალს, ანტიოქსიდანტსა თუ დიეტურ უჯრედისს შეიცავს.
ყველასთვის საყვარელი ხილი, ბანანი, მდიდარია კალიუმით, ვიტამინებით B6, C და დიეტური უჯრედისით. კალიუმი არეგულირებს გულისა და სისხლძარღვთა ფუნქციას, ვიტამინი C აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს კანის სიჯანსაღეს კოლაგენის სინთეზით. ასევე, მაღალბოჭკოვანი შემცველობის გამო, ბანანი იდეალურია საჭმლის მონელებისთვის და ორგანიზმს ეხმარება იგრძნოს თავი დანაყრებულად.
ეგზოტიკური ხილი, კივი, გამოირჩევა ვიტამინი C-ს მაღალი შემცველობით, რომელიც კივიში უფრო მეტი ოდენობითაა, ვიდრე ფორთოხალში. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტი არა მხოლოდ აძლიერებს იმუნურ სისტემას, არამედ ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებასა და კანის ჯანმრთელობას. კივი ასევე მდიდარია უჯრედისით, რაც დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ამასთან ერთად ხელს უწყობს ჯანსაღი ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას. დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო კივი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს.
ამ ჯანსაღ და გემრიელ დესერტში ხილის სრულყოფილ მიქსს ემატება ბერძნული იოგურტის კრემისებრი ბაზა, ხრაშუნა გრანოლა და თაფლი კი დესერტს საოცარ სიტკბოსა და არომატს აძლევს.
მომზადების წესი: იოგურტს მოაყარეთ დაჭრილი კივი, ბანანი და გრანოლა. გაიმეორეთ ფენებად და სურვილისამებრ მოასხით თაფლი. გემრიელად მიირთვით.
რეცეპტი #4
ჩიას პუდინგი
ინგრედიენტები: ჩიას თესლი, ბერძნული იოგურტი, ბანანი, მოცვი, გრანოლა.
მცირე ზომის მიუხედავად, ჩიას თესლი შესანიშნავი კვებითი პროფილით გამოირჩევა. ეს არის სუპერპროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. მასში შემავალი უჯრედისი უზრუნველყოფს სისავსის განცდას და სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. შესაბამისად, ჩიას თესლი იდეალურია მათთვის, ვინც წონის კონტროლს ცდილობს.
ჩიას თესლი უნიკალური კულინარიული თვისებებითაც გამოირჩევა. წყალში გაზავებისას ის ქმნის გელის მსგავს კონსისტენციას. გელის წარმოქმნის ეს თვისება ანელებს ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს ენერგიის თანდათანობით გამოყოფას და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას.
ამ რეცეპტში ჩიას თესლი ბერძნულ იოგურტთან კომბინაციაში ქმნის კრემისებრ, მკვებავი ნივთიერებებით მდიდარ ბაზას, ხილი სასიამოვნო და არომატულ გემოს სძენს პუდინგს.
მომზადების წესი: ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ბერძნული იოგურტი და ჩია. დააყოვნეთ მთელი ღამით, მეორე დილით დაუმატეთ გამზადებულ მასას ბანანი, მოცვი და გრანოლა. გემრიელად მიირთვით.
რეცეპტი #5
გამომცხვარი ქათამი ნუშით
ინგრედიენტები: ქათმის ფილე, ნუში, ნივრის ფხვნილი, პაპრიკა, მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი
ამ კერძის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ნუშია, რომელიც სავსეა აუცილებელი საკვები ნივთიერებებისა და ბიოაქტიური ნაერთებით. ნუში, რომელიც მდიდარია გულისთვის ჯანსაღი მონოუჯერი ცხიმებით, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და გულის დაავადებების რისკს. თხილეული ცილის საუკეთესო წყაროა, რომელიც აუცილებელია კუნთების აღდგენისა და ზრდისთვის. მაკროელემენტების შემცველობასთან ერთად, ნუში შეიცავს ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების კომპლექტს. მაგალითად, მასში შემავალი ვიტამინი E ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედებს, მაგნიუმი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.
ამ გემრიელ რეცეპტში, ნუში ცენტრალურ ადგილს იკავებს და ნივრის ფხვნილთან და პაპრიკასთან ერთად ქმნის არომატულ საფარს ქათმის ფილესთვის.
მომზადების წესი: დაქუცმაცებული ნუში შეურიეთ ნივრის ფხვნილს, პაპრიკას, მარილს და პილპილს. მიღებული მასა ზეითუნის ზეთთან ერთად წაუსვით ქათმის ფილეს ორივე მხრიდან. გამოაცხვეთ ღუმელში შეოქროსფერებამდე. გარნირად შეგიძლიათ მოამზადოთ ბოსტნეულის სალათი ან ბურღულეული. გემრიელად მიირთვით.
აღნიშნული პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
- 032 2 42 47 97
- www.chemimaragi.ge
- www.facebook.com/chemimaragi
R