გიხსნით ჭიანჭველების შემოსევისგან... და კიდევ 12 მაგიური თვისება, რომელიც ძმარს აქვს - Gemrielia.ge

გიხსნით ჭიანჭველების შემოსევისგან... და კიდევ 12 მაგიური თვისება, რომელიც ძმარს აქვს

ძმარი ალბათ ყველა სამზარეულოში მოიპოვება. მისი მოხმარების სპექტრი კი ბევრად ფართოა, ვიდრე მხოლოდ კულინარია. რაში დაგეხმარებათ ძმარი?


1. აშორებს ოფლის ლაქებს ტანსაცმლიდან. გარეცხვის წინ გაყვითლებულ ლაქაზე თეთრი ღვინის ძმარი დაასხით და დაალბეთ. გარეცხვსას ლაქა ადვილად ამოვა.

2. შველის ანგინას. გახსენით 1 კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალში და ყელში გამოივლეთ.

3. არბილებს თმებს. დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე წყალგარეული ძმარი და აღარ ჩამოიბანოთ.

4. ხსნის კუნთების ტკივილს. ინტენსიური დატვირთვის შემდეგ მტკივან კუნთებზე 20 წუთით დაიდეთ ძმრიანი კომპრესები.

5. ადვილად აშორებს დაწებებულ ეტიკეტებს. დაადეთ ზემოდან თბილ ძმარში დასველებული ღრუბელი და ცოტა ხანს გააჩერეთ. ეტიკეტი სწრაფად აძვრება წებოვანი ლაქების გარეშე.

6. აშორებს ჟანგს. პატარა დაჟანგული ნივთები (ლურსმანი, ჭანჭიკი და ა.შ) წამოადუღეთ ძმარში, შემდეგ კი კარგად გარეცხეთ.

7. აშორებს უსიამოვნო სუნს. გაწმინდეთ მაცივრის, კარადის ან კონტეინერის კედლები ძმრიანი ჩვრით.

8. აშორებს ნადუღს ჩაიდნიდან. წამოადუღეთ მასში ძმრიანი წყალი.

9. თუ სახლში ჭიანჭველები გაჩნდა, წაუსვით ძმარი იმ ადგილებს, სადაც შენიშნავთ.

10. გაწმინდეთ შუშის, პლასტიკის ან ქრომის ზედაპირები. თუ ქრომს ძმრიანი სოდით გაწმენდთ, იბრწყინებს.

11. ჩაამატეთ ცოტა ძმარი ლარნაკში, ყვავილები უფრო დიდხანს იცოცხლებს.

12. გაიკეთეთ ძმრიანი აბაზანები, თუ ფეხზე სოკოს ნიშნები გაქვთ. ჩაამატეთ წყალში და ჩაყავით ფეხები 20 წუთით.

13. თუ ნიჟარის მილი გაიჭედა, ჩაყარეთ ¾ ჭიქა სოდა და დაასხით ½ ჭიქა ძმარი. 30 წუთის შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით. დიდი შანსია, რომ სანტექნიკის დახმარება აღარც დაგჭირდეთ.