ხაჭაპური 10 ყველაზე კალორიულ კერძში შევიდა - Gemrielia.ge

ხაჭაპური 10 ყველაზე კალორიულ კერძში შევიდა


1. პირველ რიგში, ჩვენი კულინარიული სიამაყე - ხაჭაპური უნდა ვახსენოთ. განსაკუთრებით „სიფრთხილეა საჭირო“ - აჭარულ ხაჭაპურთან. უზარმაზარი ცომის ნავი, რომელიც გამდნარი ყველით, კვერცხით და კარაქის მოზრდილი ნაჭრითაა შევსებული, ჩვენი სხეულის ფორმებს ნამდვილად დააზარალებს.

2. ბრაზილიური acaraje - სუპერ კალორიული და არც თუ ჯანსაღი პროდუქტია. ეს გახლავთ შავთვალა ლობიოსგან გაკეთებული ბურთულები, რომელსაც პალმის ზეთში წვავენ და ვატაპასთან ან კარურუსთან ერთად მიირთმევენ (კრევეტით და კეშიუთი მომზადებული ცხარე პასტა)

3. ესპანური ჩუროსი - ცხიმში შემწვარი ცომია შაქრითა და დარიჩინით, რომელსაც ცხელი, სქელი შოკოლადის სოუსით მიირთმევენ. წარმოგიდგენიათ, რა ბედი ელის დახვეწილი სხეულის ფორმებს?

4. კანადური პუტინი ( poutine) - ასეთი ორაზროვანი სახელი კანადურ კარტოფილის კერძს ჰქვია. ეს გახლავთ კარტოფილი ფრი (თავისთავად ძალიან კალორიული!) ორნაირი ყველის სოუსით. ტრადიციული პუტინის ერთი ულუფა 740 კალორიას და 41 გ ცხიმს შეიცავს. მაგრამ ბევრი რესტორანი კერძის საკუთარ ვერსიას სთავაზობს კლიენტებს: შებოლილი ბეკონით, იტალიური ძეხვებით, ჩაშუშული ღორის ხორცით. ჩილი სოუსით და ა.შ. შეიძლება ითქვას, ეს კერძი ნამდვილი ბომბია ორგანიზმისთვის.

5. ნუთელიანი კრეპები საფრანგეთიდან ასევე მეტისმეტად კალორიული დესერტია. წარმოიდგინეთ, ბლინებში გახვეული ცხიმითა და შაქრით სავსე ნუთელას კრემი,რომელსაც ბონუსად შაქრის პუდრა და ათქვეფილი ნაღები მოყვება!

6. ალბათ გაგიგიათ გამოთქმა, რომ ფრანგი ქალები არ სუქდებიან? არა და ძალიან საინტერესოა, როგორ ახერხებენ ამას მაშინ, როდესაც, მაგალითად, მიირთმევენ ალიგოს (aligot) - პარტოფილის პიურეს გამდნარი ყველით, ნაღებით, კარაქით და ნივრით. 1 სუფრის კოვზი ალიგო დღიური ცხიმის ნორმის 6 პროცენტს შეიცავს.

7. ცხიმში შემწვარი შოკოლადი „მარსი“- შოტლანდიიდან. მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში ცხიმში შემწვარ თევზსა და კარტოფილს დააგემოვნებთ, დესერტად ასევე ცხიმში შემწვარ, კლიარში ამოვლებულ შოკოლადის ბატონს შემოგთავაზებენ.

8. Jalebi ინდოეთიდან ასევე ცხიმში შემწვარი ცომია. რა თქმა უნდა ეს არ გახლავთ ჯანსაღი საკვები, მით უფრო, რომ შეწვის შემდეგ შაქრიან სიროპში ავლებენ.

9. იტალიური კალცონე - ასევე კალორიული კერძია. მასში ხომ ორჯერ მეტი ცომია ვიდრე ჩვეულებრივ პიცაში.

Georgian Khachapuri among 10 Most Fattening Foods in the World