ქართული თხილის საექსპორტო ფასი გაიზარდა - რამდენად ვყიდით ადგილობრივ თხილს
2024 წლის იანვარში ნაჭუჭგაცლილი თხილის ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში 6,827 მლნ ლარის ღირებულების 1 370 ტონა ქართული თხილი გავიტანეთ ექსპორტზე. 2023 წლის იანვარში კი ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 5,517 მლნ ლარის 820 ტონა ნაჭუჭგაცლილი თხილი.
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი რაოდენობრივად შემცირდა, 1 კგ თხილის საექსპორტო ფასი 2024 წლის იანვარში უფრო მეტი იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, თუ 2023 წლის იანვარში თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 5 დოლარი იყო, 2024 წლის იანვარში ფასმა საშუალოდ 6.7 დოლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემების აჩვენებს, რომ ნაჭუჭგაცლილი თხილის ადგილობრივი საექსპორტო ფასი მიმდინარე წლის იანვარში 34%-ით გაიზარდა.
2024 წლის იანვარში 5 ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა იყო:
გერმანია - 964 700 ათასი აშშ დოლარი
ესპანეთი - 842 440 ათასი აშშ დოლარი...განაგრძეთ კითხვა