"ერთ კვირაში - 5 კილოგრამი" - ეფექტური კოქტეილი წონის დაკლებისთვის - Gemrielia.ge

"ერთ კვირაში - 5 კილოგრამი" - ეფექტური კოქტეილი წონის დაკლებისთვის

მოგეხსენებათ ჭარხალი დიეტური პროდუქტია. ის მდიდარია ბოჭკოებით, სასარგებლო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ჭარხალი, რომელსაც არ გაუვლია თერმული დამუშავება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნარჩენების, ტოქსინების და ჭარბი მარილის ამოღებას. ის ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. მთელი რიგი სასარგებლო თვისებების წყალობით, რაც ამ ბოსტნეულს გააჩნია, მისგან შესაძლებელია წონის დაკლებისთვის ყველაზე ეფექტური კოქტეილის მომზადება.

როგორ მოვამზადოთ კოქტეილი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

1-1708428637.jpg

ცხიმისმწველი ასმელის მთავარი კომპონენტია ჭარხალი, რომლის სასარგებლო თვისებები უკვე აღვნიშნეთ. კოქტეილში ასევე შედის ქლიავი და კეფირი. ეს ინგრედიენტები ხელს უწყობს შიმშილის დაკმაყოფილებას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. ამ პროდუქტებისგან დამზადებული სასმელის რეგულარული მოხმარებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება, ასევე კვირაში დაიკლოთ 5 კგ-მდე. გარდა ამისა, თქვენ არ იგრძნობთ დაღლილობას, პირიქით სიმსუბუქისა და ენერგიის მოზღვავება გელით ჭარხლის კოქტეილის დალევის შემდეგ.

ჯანსაღი სასმელის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრ გახეხილი ჭარხალი. ღრმა თასში მოათავსეთ 50 გრ ქლიავი (თესლის გარეშე). დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ სითხე. ქლიავი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ბლენდერის თასში მოათავსეთ ჭარხალი და ქლიავი. მათში ჩაასხით 250 მლ კეფირი 1%-იანი ცხიმით. ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაასხით კოქტეილი მაღალ ჭიქაში. მზადაა!

2-1708428656.jpg

ჭარხლის ეს სასმელი უნდა მიირთვათ ერთი კვების ნაცვლად. დალიეთ იგი კვირის განმავლობაში საუზმის ან ვახშმის ნაცვლად. წონის დაკლების პერიოდში უკეთესი შედეგისთვის უარი თქვით ფქვილის პროდუქტებზე, ტკბილეულზე და შემწვარ საკვებზე. შემდეგ ერთ კვირაში სასწორზე მინუს 2-5 კგ-ის დანახვას შეძლებთ.

ამ ჭარხლის სასმელის გემო ძალიან რბილი, სასიამოვნო და გამაგრილებელია. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ასეთი კოქტეილის დახმარებით წონის დაკლებას მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიმართოთ. ფაქტია, რომ უმი ჭარხალს აქვს უკუჩვენება მოხმარებისთვის. ის არ უნდა შევიდეს კუჭ-ნაწლავის დაავადებების ან დიაბეტის მქონე ადამიანების დიეტაში.