რა არის გადამდები ინფექცია მუნი, რომელიც ძლიერ ქავილს იწვევს და რა გზით შეიძლება ის ადამიანს გადაედოს - ზაზა თელია ინფექციის შესახებ გვესაუბრება
ბოლო პერიოდში სხვადასხვა სკოლიდან მშობლებმა მოგვწერეს, რომ მათი შვილის კლასში ბავშვს სკაბიესი, როგორც ხშირად ეძახიან, ე.წ. მუნი დაუდგინდა. საკითხის შესახებ სამედიცინო ჯგუფებშიც დაწერა რამდენიმე ადამიანმა და სპეციალისტებისაგან რეკომენდაციები ითხოვა. თემაზე დერმატო-ვენეროლოგს, მედიცინის დოქტორს ზაზა თელიას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, სკაბიესის, მისი გადადებისა და მკურნალობის გზების შესახებ ჩვენი მკითხველისთვის უფრო ვრცლად მოეყოლა:
- სკაბიესი, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად მუნის სახელით მოიხსენიებენ, პარაზიტული, გადამდები ინფექციაა. ის ადამიანიდან ადამიანზე კანით კანთან ახლო კონტაქტით გადადის. ასევე, მეორადად, შესაძლოა, პაციენტის ინფიცირება სკაბიესის მქონე ადამიანის ტანსაცმლის, პირსახოცის, თეთრეულის გამოყენებამ გამოიწვიოს. სკაბიესი ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით, ხანმოკლე ინტერვალში არ გადადის. მოზრდილებში გამონაყარი, რომელსაც თან ძლიერი ქავილი ახლავს, კისრიდან ქვემოთ გვხვდება და მთელ სხეულზეა გავრცელებული. როგორც წესი, კისერზე, თავზე არ აღენიშნებათ. ბავშვებში, ჩვილებში შეიძლება კისერზე, თავსა და სახეზეც გავრცელდეს. ძლიერი ქავილი, უპირატესად, ღამის საათებშია გამოხატული. მკურნალობის თვალსაზრისით და შედეგის მიღების კუთხით, რთული დიაგნოზია. ძალიან სწორი დანიშნულება და მკურნალობაა საჭირო, რომ პაციენტი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. ეფექტური მკურნალობის დასრულების შემდგომაც, სკაბიესს ქავილის გახანგრძლივება ახასიათებს...განაგრძეთ კითხვა