6 კულინარიული შეცდომა, რამაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს
როდესაც კერძის მომზადებას ვიწყებთ, ხშირად გაუცნობიერებლად ვაკეთებთ ისეთ ქმედებებს, რამაც შემდგომში შესაძლოა ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს.
რა არ უნდა გააკეთოთ კერძის მომზადების დროს:
1. არ გასინჯოთ უმი საკვები
უმი საკვებს ხშირად ვსინჯავთ იმის გასაგებად, არის თუ არა საკმარისი მარილი, შაქარი ან სანელებლები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი უვნებელი პროდუქტიც კი, როგორიც არის ფქვილი (რომ აღარაფერი ვთქვათ ხორცსა და კვერცხზე) არ არის განკუთვნილი უმი მოხმარებისთვის და არ გადის ანტიმიკრობულ დამუშავებას. ამიტომ ამან შეიძლება ჩვენს ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის მავნებელი ბაქტერიების გამრავლება გამოიწვიოს
2. არ გარეცხოთ მოხარშვის წინ უმი ხორცი ან ფრინველი
ხორცის ან ფრინველის რეცხვამ შეიძლება გაავრცელოს მიკრობები (პირდაპირ ან წყლის წვეთებით) სამზარეულოს ზედაპირებზე და მიმდებარე ჭურჭელზე. უკვე მათგან მიკროორგანიზმები შეიძლება გავრცელდეს სხვა პროდუქტებზე, რომლებიც აღიქმება როგორც "სუფთა" და გამოიწვიოს მოწამვლა.
3. არ დაგავიწყდეთ სამზარეულოს ნიჟარის გარეცხვა
სამზარეულოში მუშაობისას ბევრს ავიწყდება, რომ ნიჟარა კარგად უნდა გაირეცხოს არა მხოლოდ მომზადების დასრულების შემდეგ, არამედ უმი ან დაბინძურებულ საკვებთან მუშაობის დასრულების შემდეგაც. ნიჟარა, რომელშიც კარტოფილი იყო გახეხილი, შეიძლება იდეალურად სუფთად გამოიყურებოდეს ერთი წყლის მოვლებით,მაგრამ სინამდვილეში ეს საკმარისი არ არის და მისი კარგად გაწმენდა აუცილებელია.
4. არ მიირთვათ ბოსტნეული და ხილი გარეცხვის გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვჭამთ ბანანის კანს, მიკრობები მისი ზედაპირიდან შეიძლება მოხვდნენ თავად კანგაცლილი ნაყოფზე და ასევე დარჩეს ჩვენს ხელებზე. ანალოგიური სიტუაციაა მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის შემთხვევაშიც.
5. არ შეცვალოთ პროდუქტების თერმულად დამუშავების დრო
ბევრი ადამიანი ამცირებს ამ დროს და არ აცდის პროდუქტს ბოლომდე დამუშავებას - სიჩქარის ან რაიმე სახვა მიზეზის გამო, რის (მაგალითად, პროდუქტში მეტი საკვები ნივთიერებების შესანარჩუნებლად ან უფრო საინტერესო გემოს მისაღებად) შედეგადაც, პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს არსებითად საშიში ან მალფუჭებადი.
6. არ განსაზღვროთ პროდუქტების ვარგისიანობა გარეგნულად ან სუნით.
ეს კრიტერიუმი ძალიან არასანდოა. მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მითითებულია მის შეფუთვაზე და ეს არის ზუსტად ის, რაზეც თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება.