"არავის ვურჩევ ყიდვას" - რომელი პროდუქტებია მაღალი რისკის შემცველი
„ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ხორცისა და რძის პროდუქტებისგან ადამიანი შესაძლოა იმდენად მძიმედ მოიწამლოს, რომ ლეტალობა დადგეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ რძის და ხორცის პროდუქტები სიფრთხილით შეარჩიოს.
„ხორცპროდუქტები არის მაღალი რისკის შემცველი. ჩვენთან არ არის დადგენილი რას შეიძლება ეწეროს სოსისის, ძეხვი და ა.შ. რძის ნაწარმის რეგლამენტი როცა იქნა მიღებული, ერთ-ერთი საკითხი იყო ის, რომ მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტს არ შეიძლებოდა წერებოდა რძის ნაწარმის სახელწოდება. ხორცპროდუქტების შემთხვევაში მსგავსი რეგლამენტი არ არსებობს...განაგრძეთ კითხვა