დაავადებები, რომლებიც შეიძლება დეპრესიაში აგვერიოს - რომელი პათოლოგიები იწვევს დეპრესიის მსგავს სიმპტომებს?
ადამიანები ხშირად უჩივიან გუნება-განწყობის დაქვეითებას და ამბობენ, რომ დეპრესია აქვთ. "მოთენთილი ვარ", "არაფრის ხალისი არ მაქვს", "რასაც ვაკეთებდი, ვეღარ ვაკეთებ" - ასეათი ჩივილები აქვთ ხოლმე უმეტესად. ასეთ დროს, როგორც წესი, ექიმს არავინ მიმართავს. თუმცა ეს ადამიანები ძალიან ხშირად ცდებიან, რადგან „დეპრესიულ“ ჩივილებს შეიძლება საკმაოდ სახიფათო მიზეზებიც ჰქონდეთ, მათ შორის ონკოლოგიურიც. ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო" ისაუბრა. მან რამდენიმე პათოლოგია ჩამოთვალა, რომლებიც შეიძლება დეპრესიის მსგავს სიმპტომებს იწვევდეს.
ფარისებრი ჯირკვალი
მისი ფუნქციის დაქვეითენა, ჰიპოთირეოზი, იწვევს დეპრესიასთან მიმსგავდებულ ნიშნებს. ადამიანს განწყობა უქვეითდება, ძალა აღარ აქვს, ეცვლება მადა, ძილის რეჟიმი.
ღამით ხვრინვა
ასეთ ადამიანებშიც მოსალოდნელია დეპრესიის ნიშნები. მათ მთელი ღამის განმავლობაში აპნოერს ეპიზოდები აქვთ, ანუ სუნთქვა პერიოდულად ჩერდება. თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდება მცირდება და დილით უკვე დაღლილი იღვიძებს...განაგრძეთ კითხვა