უჭმელ ბავშვთან სწორად მიდგომის 6 წესი, რაც მის კვებით ქცევას თანდათან გამოასწორებს
კვებითი ნეოფობია ახალი საკვების გასინჯვაზე პროტესტის გრძნობაა და ის ბოლომდე ახსნილი ფენომენი არ გახლავთ. შესაძლოა, ეს დამცავი მექანიზმია, რომელიც ერთ დროს გამოქვაბულში მცხოვრებ ჩვენს წინაპრებს დაეხმარა, რათა უცნობი საკვებით არ მოწამლულიყვნენ. თუმცა, თანამედროვე მშობლისთვის ის დიდ თავის ტკივილად იქცა. უამრავი ბავშვი უარს ამბობს ძალიან ბევრ სასარგებლო პროდუქტზე და ამით ჯანმრთელ ცხოვრების წესს არღვევენ.
წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც უჭმელ ბავშვებთან სწორი მიდგომის ჩამოყალიბებაში დაგეხმარეთ. უფრო სწორად, საშუალებას მოგცემთ, რომ პრობლემა არ გაღრმავდეს და მომავალში ადეკვატური კვებითი ქცევის ჩამოყალიბებას არ შეუშალოს ხელი.
უჭმელი ბავშვი და დრამა ჭამის დროს
კვება მშვიდ გარემოში (ან სულ მცირე ნეიტრალურ გარემოში, კომენტარების და საყვედურების გარეშე) უნდა მიმდინარეობდეს. რაც მეტი აურზაური, ყურადღება და ზეწოლაა, მით უფრო პრობლემურია ბავშვის კვებითი ქცევა.
უბრალოდ ჭამეთ ერთად (თუნდაც მხოლოდ ორნი ხართ) და არ აქციოთ კვება ცალკე მისიად. ჯანსაღი კვების ქცევის მოდელირებისთვის ოჯახური ტრაპეზები გამოიყენეთ.
არ სცადოთ, ცალკე აჭამოთ ბავშვს, თუ მას ოჯახის საერთოს ადილი არ მოსწონს. ეცადეთ, ოჯახური კვების დროს რაღაც მაინც ჩართოთ, რაც მას უყვარს და ასევე გამუდმებით შესთავაზეთ ბალანსირებული, სასარგებლო რაციონი, მიუხედავად იმისა, ჭამს თუ არა.
დაგეგმეთ თქვენი კვება
საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა დაიგეგმოს ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. უნდა მიმდინარეობდეს ერთსა და იმავე ოთახში, მაგიდასთან, ტელევიზორის მსგავსი ყურადღების გამფანტავი ფაქტორების გარეშე - ყველაფერმა კვებისთვის უნდა განგაწყოთ.
პატარა ბავშვი მცირე ულუფებით ჭამს, ამიტომ მის მენიუში დაბალკალორიული და შედარებით ჯანსაღი "მისაყოლებელიც" დაამატეთ. დანარჩენ კვებასთან ერთად შეგიძლიათ წვენი ან რძის პროდუქტები შესთავაზოთ, მაგრამ კვებასა და კვებას შორის მხოლოდ წყლის დალევის ნება მიეცით.
კვება არ უნდა გაგრძელდეს 30 წუთზე მეტ ხანს. უკომენტაროდ ააცალეთ თეფში, თუ მიხვდით, რომ კვება დაასრულა და მის გაგრძელებას აღარ აპირებს...განაგრძეთ კითხვა