"ამ დიეტის დაცვით, ადამიანების მიდრეკილება სიმსუქნისა და დიაბეტისკენ მხოლოდ იზრდება..." - რა ზიანი ან სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ საათობრივმა შიმშილმა?
საკვებსა და წყალზე უარის თქმა, ორგანიზმის განახლების და გაწმენდის მცდელობა:მეთოდის მომხრეები ამტკიცებენ, რომ თავშეკავება ხელს უწყობს წონის დაკლებას, გაახალგაზრდავებას, დიაბეტის, ჰიპერტენზიის და კიბოსგან თავის დაღწევას. რამდენად სასარგებლო თუ ზიანის მომტანია შიმშილი?
ინტერვალური შიმშილი
ინტერვალურის შიმშილი დროს ორგანიზმი რჩება საკვების გარეშე 16 საათის განმავლობაში. ამ მეთოდის დაცვით, მნიშვნელოვანია კვების დროის შეზღუდვა - დღეში 8 საათი. ამავდროულად, თავად კვება რჩება დაბალანსებული და საკმარისად კალორიული.
ოქსიდაციური სტრესის შემცირება, ცირკადული რითმების ოპტიმიზაცია და კეტოგენეზი - ის არგუმენტებია, რომლებსაც მეცნიერები ამ მიდგომის სასარგებლოდ ასახელებენ.
ვარაუდობენ, რომ ინტერვალური შიმშილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს წონის კონტროლის, ჰიპერტენზიის, დისლიპიდემიისა და დიაბეტის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებით.
რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ასეთ შიმშილს?გერონტოლოგი მეცნიერი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, წიგნის "Longevita: The Revolutionary Longevity Diet" ავტორი ვალტერ ლონგო, გვაფრთხილებს რისკების შესახებ:
„12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჭამისგან შესვენება ძალიან ექსტრემალურია. არიან, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც გამოტოვებენ საუზმეს და ამით შიმშილობენ ზედიზედ 16-17 საათის განმავლობაში - და მათი მიდრეკილება სიმსუქნისა და დიაბეტისკენ მხოლოდ იზრდება“.
სამკურნალო შიმშილი
გულისხმობს მოკლე ვადით (1-3 დღე) ან ხანგრძლივად (40 დღემდე) საკვებისგან სრულ თავშეკავებას. ამგვარი თერაპია გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და ალერგიული დაავადებების, რესპირატორული დარღვევების, სიმსუქნისა და მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ. მეთოდი მიზნად ისახავს ორგანიზმის სარეზერვო ძალების ოპტიმიზაციას, მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტებისგან გაწმენდას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას...განაგრძეთ კითხვა