რა ასუსტებს იმუნიტეტს და როგორია მისი გაძლიერების გზები
იმუნური სისტემა იცავს ორგანიზმს პათოგენებისგან: ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან, სოკოებისგან.ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია იმუნური სისტემის დასუსტება მოიცავს:
ტემპერატურის ცვლილებები
ამინდის ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემაზე, რაც მას უფრო მგრძნობიარეს ხდის გაციების, გრიპის და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების მიმართ.
ადამიანები ხშირად ატარებენ მეტ დროს შენობაში, რის გამოც მიკრობები და ვირუსები უფრო მეტად ვრცელდებიან. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ტემპერატურის ვარდნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორგანიზმის უნარზე, თავიდან აიცილოს ვირუსული ინფექციები.
სტრესის მაღალი დონე
კვებითი ცვლილებები, რომლებიც აზიანებს ნაწლავებს
არაჯანსაღი, არადაბალანსებული კვება და ალკოჰოლის გაზრდილი მოხმარება ასუსტებს იმუნიტეტს.
იმუნური სისტემის 70%-ზე მეტი ნაწლავის შიგნით ყალიბდება. არა მხოლოდ ნაწლავში მცხოვრები გარკვეული მიკრობების არსებობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს იმუნური სისტემის ბალანსის შენარჩუნებაში, ნაწლავი ასევე ფლობს „ადაპტირებულ იმუნიტეტს“, იმუნური სისტემის მეხსიერების ბანკს. ამასთან ნაწლავის ლორწოვანი გარსი და ეპითელური უჯრედები ორგანიზმის დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ. ნაწლავის ჯანმრთელობის გაძლიერებით, აუმჯობესებთ იმუნურ სისტემას.
რაფინირებულმა შაქარმა შეიძლება შეცვალოს ნაწლავის შემადგენლობა პათოგენური ბაქტერიების სასარგებლოდ. შაქრის დონის მერყეობამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს კორტიზოლზე, სტრესის ჰორმონზე. თავის მხრივ, კორტიზოლის გაზრდილმა რაოდენობამ და დაზიანებულმა ნაწლავმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დასუსტება.
5 გზა იმუნიტეტის ასამაღლებლად...განაგრძეთ კითხვა