წარმოადგენს საუკეთესო ნეფროლიზურ და სპაზმების მომხსნელ საშუალებას - ნახეთ კიდევ ერთი სამკურნალო მცენარე - Gemrielia.ge

წარმოადგენს საუკეთესო ნეფროლიზურ და სპაზმების მომხსნელ საშუალებას - ნახეთ კიდევ ერთი სამკურნალო მცენარე

ენდრო, რომლის ფესვებსაც დღეს უმეტესად სააღდგომო კვერცხების შესაღებავად ვიყენებთ, უძველესი კულტურაა.

ჯერ კიდევ ძველი რომაელები, ეგვიპტელები და ბერძნები ამზადებდნენ მისგან მდგრად წითელ საღებავს შალის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილებისთვის. იყო დრო, როდესაც ამ მცენარის მოვლა-მოშენება მეტად შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა. მისი ექსტრაქტი, სარფიანად იყიდებოდა. ენდროს ხანა მე-19 საუკუნის დამლევს, ხელოვნური საღებავების შექმნის შემდეგ დასრულდა.
ენდროსგან საღებავების მისაღებად გამოიყენება ორწლიანი მცენარის ფესვები. ენდროსაგან სხვადასხვა ფერის საღებავს იღებენ - წითელს, ვარდისფერს, ნარინჯისფერსა და ყავისფერს.

ენდროს სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ ავიცენა უწევდა რეკომენდაციას მისი ფესვებისაგან მომზადებულ სასმელს. განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, რადგან წარმოადგენს საუკეთესო ნეფროლიზურ და სპაზმების მომხსნელ საშუალებას. გამოდევნის წვრილ ქვებსა და ქვიშას საშარდე გზებიდან. ცნობილია, რომ ენდროს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ფოსფატური და ოქსალატური ბუნების კენჭების დასაშლელად.