რომელი ზოდიაქოს ნიშნებია ყველაზე მეტად მიდრეკილი სიმსუქნისკენ
გემრიელი და არაჯანსაღი საკვების მიღების ტენდენციის გამო, შეიძლება წარმოიშვას ჭარბი წონის პრობლემები, ვნახოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უყვართ გემრიელი ჭამა და ვინაა მიდრეკილი სიმსუქნისკენ?
კურო
გასაკვირი არ არის, რადგან კურო, კერძების სიყვარულით გამოირჩევა. ისინი თავად ვერ ამჩნევენ, როგორ წამლავენ სხეულს ფასტფუდით, ტკბილეულით ან მშრალი საკვებით. მაღალკალორიულ საკვებზე დამოკიდებულება კუროს ჭარბი წონით აჯილდოებს. გარდა ამისა, ამ ნიშანს საერთოდ არ უყვარს მოძრაობა და ფიზიკური აქტივობით თავის შეწუხება, რაც ხელს უწყობს დამატებითი წონის გაჩენას.
ლომი
მდიდრული ცხოვრების მოყვარულები საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს არ ეუბნებიან. ლომებს უყვართ გულიანი და გემრიელი საკვების ჭამა. თუ მათ სურთ ღამით მწვადის ან შოკოლადის ნამცხვრის ჭამა, საკუთარ თავს უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ამასთან, სევდისა და დეპრესიის პერიოდშიც ჭარბად იკვებებიან. საკვებისადმი ასეთი გატაცებით, არ უნდა გაგიკვირდეთ წონის მატება. აქტიური ცხოვრების წესი გიხსნით ჭარბი წონისგან. ეცადეთ მეტი იმოძრაოთ, საღამოობით ირბინოთ ან ცურვაზე იაროთ. ეს დაგეხმარებათ სიმსუქნისგან თავის დაღწევაში...განაგრძეთ კითხვა