რომელი პროდუქტები გაიაფდა თებერვალში?
წელს თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფებულ პროდუქტებს შორის წიწიბურა, ხახვი და კარტოფილია.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ტოპ-10 პროდუქტს, რომელიც 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა:
- წიწიბურა - 42,3%
- ხახვი - 33,64%
- კარტოფილი - 33,6%