ხინკალი, ვაშლი... - რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად თებერვალში?
წელს თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ხილი, ხინკალი და ბენზინია.
რომელი პროდუქტები გაიაფდა თებერვალში?
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომელიც 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ყურძენი - 49,2%
- ატამი - 47,3%
- ქლიავი - 39%