კახეთმა საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს Culinary Connection Euskadi-Georgia-ს უმასპინძლა - Gemrielia.ge

კახეთმა საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს Culinary Connection Euskadi-Georgia-ს უმასპინძლა

2-3 მარტს კახეთი ქართული გასტრონომიის ეპიცენტრად იქცა. სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთმა“ საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს “Culinary Connection Euskadi-Georgia”-ს უმასპინძლა. ამ მასშტაბის ღონისძიება განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და დიდ მიზნებსაც ისახავს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრის Mantala-ს ორგანიზებით ჩატარდა.

vsp-8020-1709805167.jpg

კონგრესი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომლის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ქართულ-ბასკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და ძალიან საინტერესო წამოწყებაზე გაამახვილა ყურადღება - ეს არის კავკასიის გასტრონომიული აკადემია, რომლის მშენებლობაც ქალაქ გურჯაანში უკვე დაწყებულია და გეგმის მიხედვით, 2025 წელს სტუდენტების პირველ ნაკადსაც მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია ბასკეთის კულინარიული ცენტრი. ეს ნამდვილად დიდი ბიძგი იქნება ქართული კულინარიული კულტურის განვითარებისათვის.

ხოსე მარი აიზეგამ, რომელიც ბასკეთის კულინარიული ცენტრის, „მანტალას “გენერალური დირექტორია, ისაუბრა ცენტრის საქმიანობის შესახებ, ყურადღება გაამახვილა ქართულ-ბასკურ პროექტზე, უამრავი თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა ბასკეთზე დაყრდნობით და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც არის შესაძლებელი. განათლება პროგრესის წინაპირობაა.

vts-6425-1709805200.jpg

vts-5993-1709805232.jpg

კონგრესის ფარგლებში ჩატარადა პრეზენტაციები და კულინარიული შოუები, რომლებსაც უძღვებოდნენ ქართველი და ესპნელი შეფმზარეულები: თეკუნა გაჩეჩილაძე, ლუკა თოდუა, თორღვა გოგოჭური, ხუან კარლოს კარო და ენრიკე ფლეიშმანი.

vts-5751-1709804931.jpg

vts-5879-1709804967.jpg

აგრეთვე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მთავარი თემა იყო ლოკალური პროდუქტი და ტერიტორია ,ნახშირის გამოყენების მნიშვნელობა და მისი კულინარიული ტექნიკები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს იგორ არეგიმ („კაია კაიპე”), პილი მანტეროლამ („ირიბარი“), ხავი გოროჩატეგმა („კასა ჯულიანი”), ჯონ აიალამ („ლაია ერეტეგია”) და დავიდ ნარიმ (ნარიმანიშვილი) მოდერატორის ფუნქცია შეითავსა იმანოლ ზუბეზუმ.

vts-6301-1709805120.jpg

დიდი ყურადღება დაიმსახურა კონგრესზე საპრეზენტაციოდ გამოტანილმა ქართველ მეწეარმეთა პროდუქციამ. ეს იყო იყო იმისი დასტური, რომ დიახ, შეიძლება საქართველოში კარგი პროდუქტის შექმნა. კონგრესზე მოწვეულ 250-მდე სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები. ღონისძიების ფარგლებში, ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლებმა, ბასკმა შეფები და სომელიეებმა იმოგზაურეს კახეთში, სადაც, ქართველ შეფმზარეულებთან ერთად, გემო გაუსინჯეს ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.

431688487-10224564833573475-2516708106535718453-n-1709805069.jpg

431790680-10224564834653502-8035234120888244371-n-1709805085.jpg