რომელ ქალაქებშია სურსათი ყველაზე ძვირი/იაფი და რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი?
Numbeo აქვეყნებს 2024 წლის იმ ქალაქების სიას, სადაც სასურსათო პროდუქციის ფასების ინდექსი ყველაზე მაღალია. რეიტინგში ჯამში 388 ქალაქია წარმოდგენილი.
რეიტინგში თბილისი 84-ე ადგილზეა. Numbeo ს სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში სურსათის ფასები ასე გადანაწილდა:
- 1 ლიტრი რძე - 4.4-დან 7-ლარამდე
- თეთრი პური 500 გრ. – 1.2-დან 4-ლარამდე
- ბრინჯი 1 კგ. – 2.5-დან 8-ლარამდე
- 12 ცალი კვერცხი - 5.4-დან 8.4 ლარი
- ადგილობრივი წარმოების ყველი - 12-დან 40-ლარამდე
- ქათმის ფილე 10-დან 23-ლარამდე
- ძროხის ხორცი - 20-დან 32 ლარამდე
- პომიდორი - 1.8-დან 7.45 ლარამდე
- კარტოფილი - 1-დან 3-ლარამდე
- 1 ბოთლი ღვინო - 12-დან 30-ლარამდე