მსოფლიოში ბანანზე ფასი იზრდება - სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო პროდუქტს?
მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების, კლიმატის ცვლილებისა და დაავადებების გამო, მსოფლიოში ბანანი ძვირდება. როგორც BBC-ის ექსპერტები ვარაუდობენ, ფასები კიდევ გაიზრდება და ის ძველ ნიშნულს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაუბრუნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში ამ ხილის დეფიციტიც კი შეიქმნა.
ბანანი ერთ-ერთი ყველაზე იმპორტირებადი პროდუქტია მსოფლიოში. საკმაოდ მაღალია მასზე მოთხოვნა საქართველოშიც. ამაზე საქსტატის იანვრის მონაცემებიც კი მიუთითებს, რომლის მიხედვითაც წელს ერთ თვეში საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის მოცულობამ 3,598 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 1,971 მლნ დოლარი, ზრდა 82,5%-ს შეადგენს. რაოდენობრივად კი წელს ქვეყანამ 4 244 910 კილოგრამი ბანანი იყიდა (ერთი კილოგრამის საშუალო ფასი 0,85 ლარი) 2022 წლის იანვარში კი 2 322 010 კილოგრამი (საშუალო ფასი 0,85 ლარი)...განაგრძეთ კითხვა