"ულტრა დამუშავებულმა საკვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს სხეულზე, არამედ ჩვენს ტვინზეც..." - საგანგაშო კვლევა, რომელზეც ქართველი ექიმი წერს
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კვლევა ეხება ზოგიერი საკვები პრდუქტის მავნე ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
"ულტრა დამუშავებულმა საკვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს სხეულზე, არამედ ჩვენს ტვინზეც. ახალახან გამოქვეყნებული კვლევა გვთავაზობს კავშირს ულტრა-დამუშავებულ საკვებს შორის - როგორიცაა ჩიფსები, ბევრი მარცვლეული და სასურსათო მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა - იმასთან თუ როგორ ვსწავლობთ, ვიმახსოვრებთ თუ ვგრძნობთ ამა თუ იმ საგანს.
მკვლევარები ამბობენ, რომ ეს საკვები შეიძლება იყოს მსგავსი იმ ნივთიერებებისა, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას და ზოგიერთი მეცნიერი უკვე გვთავაზობს შემოვიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება "დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ულტრა დამუშავებული საკვების გამოყენებით ". ბევრი ულტრა-დამუშავებული საკვები სწრაფად მოქმედებს ტვინზე, როდესაც მათ ვჭამთ და ძლიერ გავლენას ახდენს მის იმ ნაწილზე , რომელიც ჩართულია სიამოვნებაში, მოტივაციასა და სწავლაში. ეს ეფექტები მსგავსია იმისა, როდესაც ადამიანები იყენებენ ნიკოტინს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. ამ ფაქტს ნაწილობრივ ხსნის ასეთი საკვების წარმოების გზა.
კერძოდ, ისეთი პროდუქტების დასამზადებლად, როგორიცაა ჩიფსები, საუზმის მარცვლეული და სნეკ ბარები, მწარმოებლები ხშირად ანგრევენ ინგრედიენტების უჯრედულ სტრუქტურას, აშორებენ მათ წყალს და ბოჭკოებს, აადვილებენ მათ ღეჭვას, ჭამას და სწრაფად მონელებას. შესაბამისად კომპონენტები სწრაფად ხვდება ჩვენს ტვინში, რაც საკვებზე უფრო დამოკიდებულს გვხდის.
ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი დონის კომბინაცია ბევრ ულტრა-დამუშავებულ საკვებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მოსწონთ ასეთი საკვები და უჭირთ მისი ჭამისგან თავშეკავება. კვლევების თანახმად, შოკოლადი, ნაყინი, კარტოფილი ფრი, პიცა და ჩიფსები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია, რომლის მიმართაც ბევრ ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება. ბევრი მათგანი მდიდარია როგორც რაფინირებული ნახშირწყლებით, ასევე ცხიმებით, კომბინაცია, რომელიც ჩვეულებრივ ბუნებაში არ არის ნაპოვნი...განაგრძეთ კითხვა