"ყველაზე დიდი შეცდომაა ზეთის რამდენჯერმე გაცხელება... ტაფაზე ერთი ულუფა კატლეტი რომ მომზადდება, ზეთი უნდა გადავღვაროთ, სანამ მეორე წყება კატლეტის შეწვას დაიწყებთ" - რომელი ზეთია შესაწვავად საუკეთესო და რა სიფრთხილეა საჭირო ზეითუნის ზეთთან?
ზეთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტია ნებისმიერ ოჯახში. ამიტომ მისი ხარისხის, გამოყენების თუ შენახვის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.
სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა გადაცემა "შუა დღის" ეთერში ზეთის სხვადასხვა სახეობებსა და მათ დადებით თუ უარყოფით თვისებებზე საუბრობს.
რომელი ზეთი უფრო სასარგებლოა?
ყველა ზეთს თავისი სასარგებლო თვისება აქვს. მნიშვნელოვანია, როგორ არის მიღებული და წარმოებული ესა თუ ის ზეთი. ამით განვსაზღვრავთ, რამდენად სასარგებლო და მისაღებია ჩვენი ორგანიზმისთვის.
მზესუმზირის ზეთი ძალიან კარგია და აღიარებულია მედიცინაშიც. ის ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. სიმინდის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, ზეითუნის ზეთი 100%-ით შეითვისება და ამით არის უნიკალური, ქოქოსის ზეთიც ძალიან მდიდარია ვიტამინებით. მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ არის ყველა ეს ზეთი მიღებული.
პირველ რიგში დავაკვირდეთ, არის თუ არა ზეთი რაფინირებული. რაფინირება ქიმიური წმენდაა, დაწურვის შემდეგ ზეთს ან ფიზიკური მეთოდით წმენდენ ან ქიმიურით. რაფინირება საჭიროა იმისთვის, რომ ზეთმა მაღალ ტემპერატურას გაუძლოს და დიდხანს შეინახოს. თუმცა ამ რაფინირების პროცესში ის ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.
რომელი ზეთია შეწვისთვის საუკეთესო?
ე.წ. კახური ზეთი, თუ ის ცივი დაწურვით არის მიღებული, არარაფინირებულია და შენარჩუნებული აქვს ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც მზესუმზირის თესლს გააჩნია და დაწურვისას კიდევ უფრო მდიდრდება. ის მაქსიმუმ, 40 გრადუსამდე ცხელდება, ამიტომ შესაწვავად არ გამოდგება.
ყველა სახეობის ზეთს თავისი კრიტიკული წერტილი აქვს, რის შემდეგაც ვეღარ უძლებს თერმულ დამუშავებას. რაფინირების პროცესი მას „აძლებინებს“ უფრო მაღალ ტემპერატურაზე და ამიტომ ვიყენებთ შესაწვავად.
თუ არარაფინირებულში ვერ ვწვავთ და რაფინირებულიც სასარგებლო არ არის, საუკეთესო ვარიანტია, უცხიმოდ მოამზადოთ და შემდეგ დაუმატოთ არარაფინირებული ზეთი. ან შეგვიძლია ისეთი ზეთი შევიძინოთ, რომელსაც ბუნებრივად აქვს შეწვის მაღალი ტემპერატურა, ბუნებრივად უძლებს მაღალ გრადუსს და რაფინირება არ სჭირდება. ასეთი გახლავთ ქოქოსის და ავოკადოს ზეთები. თუმცა შეიძლება ისინი არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი.
გამოვარჩევდი ზეითუნის ზეთს. ის მზესუმზირის და სიმინდის ზეთზე უფრო სასარგებლოა, თუმცა შეწვისთვის ზეითუნიც რაფინირებული უნდა გამოვიყებოთ...განაგრძეთ კითხვა