რა გავლენას ახდენს სანელებლები ჩვენს ორგანიზმზე - Gemrielia.ge

რა გავლენას ახდენს სანელებლები ჩვენს ორგანიზმზე

მიხაკი
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, ანეიტრალებს ტოქსინებს, წმენდს სისხლს. აუმჯობესებს მესხიერებას და აწესრიგებს ტვინში სისხლის მომოქცევას.


ჯანჯაფილი და ნიორი
გახდომას უწყობენ ხელს. მათში შემავალი აქტიური ნივთიერებები ჭამიდან მოკლე დროშივე ააქტიურებს მეტაბოლიზმის პროცესს. ისინი ორგანიზმს აიძულებს სითბო გამოყოს და დამატებითი კალორიები დახარჯოს.

ძირა და კამის თესლი ხველას ამსუბუქებს.

პიტნა ნერვებს ამშვიდებს, ორგანიზმს ადუნებს და თავის ტკივილსა და უძილობას შველის.

ოხრახუში
ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

ანისი
შებერილ მუცელს შველის. შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც ნაწლავების მუშაობას ააქტიურებს და ქრონიკულ შეკრუილობასთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

დარიჩინი
ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სანელებელია, როემლიც ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმს ანთებებისგან იცავს. სასარგებლოა დიაბეტის დროს.

კურკუმა
მადას აქვეითებს, აჩქარებს იარების მოშუშებას და ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება.

კარდამონი (ილი)
ამაგრებს გულის კუნთს, ხსნის ტკივილის შეგრძნებას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებითაა გამოწვეული. აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს. ბრონქიტების დროს დაგეხმარებათ ამოხველებაში და აქვს ანტისპაზმური მოქმედება. ამატებენ ჩაისა და ყავაში, ხორციან კერძებში.

ჩილი წიწაკა
სისხლის გამწმენდი თვისებებით ხასიათდება. ანადგურებს ნაწლავურ პარაზიტებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს საოფლე ჯირკვლების მუშაობას. შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და სასარგებლოა გაციების დროს.

შავი პილპილი
მეხსიერებას აუმჯობესებს. სასარგებლოა სინუსიტის, ბრონქიტის, ტონზილიტის დროს.