არის თუ არა ქიშმიში ორგანიზმისთვის სასარგებლო და რა რაოდენობითაა მისი მიღება რეკომენდებული
ყურძენსა და ქიშმიშს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ყურძენს გაცილებით მეტი წყალი აქვს ვიდრე ქიშმიშს.წყლის შემცველობის გარეშე, საკვები ნივთიერებები ბევრად უფრო კონცენტრირებული ხდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ შაქარი უფრო კონცენტრირებულია.
დაახლოებით 43 გრამი ქიშმიში შეიცავს:
- კალორია - 129 კკალ;
- ცილა - 1,42 გრამი;
- ბოჭკო - 2 გრამი;
- ცხიმი - 0,1 გრამი;
- ნახშირწყლები - 34 გრამი;
- შაქარი - 28 გრამი;
- კალციუმი - 27 მგ;
- რკინა - 0,8 მგ;
- მაგნიუმი - 16 მგ;
- კალიუმი - 320 მგ;
- ნატრიუმი - 11 მგ.
რატომ არის ქიშმიში სასარგებლო?
მდიდარია ანტიოქსიდანტებით
ისევე, როგორც ყურძენი, ქიშმიშიც არის ანტიოქსიდანტების კარგი წყარო. შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლას, ამცირებენ ანთებას. ასევე ქიშმიში სასარგბელოა ტვინის ჯანმრთელობისთვის, რაც დაკავშირებულია კოგნიტური ფუნქციის გაძლიერებასთან და დაავადებებისგან დაცვასთან, როგორიცაა ალცჰაიმერი და დემენცია.
ქიშმიში შეიცავს რკინას და ასევე კარგია გულის ჯანმრთელობისთვის...განაგეძეთ კითხვა