ეს ტკბილეული კვარაცხელიას სიმსუბუქესა და ელეგანტურობას აერთიანებს - ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ-მზარეულმა "ნაპოლის" ფეხბურთელები კერძებს შეადარა
ცნობილმა იტალიელმა შეფ-მზარეულმა ჯენარინო ესპოზიტომ Radio Goal-თან ინტერვიუში იმ კერძების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქალაქ ნეაპოლში აღდგომის დღესასწაულზე მზადდება.
ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ-მზარეულმა ერთ-ერთი ტკბილეული "კვარას" შეადარა.
"ჩვენთვის, ნეაპოლელებისთვის აღდგომა არის რიტუალი, რომელსაც იმ კერძების მომზადებით აღვნიშნავთ, რომლებიც ჩვენს ფესვებთან გვაბრუნებს.
ერთ-ერთი ასეთი კოლომბაა, ტკბილეული, რომელიც კვარაცხელიას სიმსუბუქესა და ელეგანტურობას აერთიანებს.
ასევე პასტიერა, დესერტი, რომელიც ოსიმენის მსგავსად, მუდამ ვითარდება. ეს ტკბილეული უამრავი რეცეპტით მზადდება, თუმცა სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ის, რაც ოსიმენს გუნდის სიმბოლოდ აქცევს.
სააღდგომო სუფრაზე კასატელოსაც შეხვდებით, ის ლობოტკასავით მყარია, სლოვაკი ხომ ჩვენი გუნდის შეუცვლელი მეომარია", - განაცხადა ესპოზიტომ.
წყარო: SPORTALL.GE