ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს სიყვარულში აპრილის თვეში
გაზაფხული სიყვარულის დროა. 29 აპრილამდე ვენერა ცეცხლოვანი ვერძის ნიშანშია, მერე გადავა მოსიყვარულე კუროს, თავისავე მმართველობის, ნიშანში. ახლა დაბნელებების დერეფანს გავდივართ, ზოგიერთ ნიშანზე ეს მოვლენა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, ზოგზე საერთოდ არ მოქმედებს, დღეიდან ჩვენი გონების მართველი პლანეტა - მერკური რეტროგრადული გახდა და ყველა სფეროში, უმნიშვნელო ვალდებულების შესრულების დროსაც კი დაკვირვება გვმართებს. თუმცა, როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს სამყაროში, სიყვარულის დრო ყოველთვისაა. გაეცანით თქვენ სასიყვარულო პროგნოზს:
ვერძი
29 აპრილამდე ვენერა თქვენს ნიშანშია. მარტოხელებს გაქვთ შანსი, დაუკავშირდეთ საინტერესო და მიმზიდველ ადამიანებს. მაგრამ ეს ყველაფერი დიდწილად მეგობრობის დონეზე დარჩება. სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობის თემა თქვენთვის პრიორიტეტული არ იქნება. თუმცა, იქნება ახალი ნაცნობობა, კომპლიმენტები და პაემნები. არ არის გამორიცხული, ყოფილ პარტნიორთან შეხვედრა. დაოჯახებულებს მოგინდებათ მარტო ყოფნა და ყველაფრისგან დასვენება. ზოგიერთს გაგიჭირდებათ ემოციების კონტროლი. ეცადეთ, პარტნიორთან მშვიდად და მშვიდობიანად განიხილოთ წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები. აპრილში დიპლომატია ხელს შეუწყობს ურთიერთობების შენარჩუნებას. არავითარ შემთხვევაში არ გადალახოთ საზღვრები, რომლებიც დაგაშორებთ ერთმანეთისგან. მით უმეტეს, თუ თქვენ შორის გულწრფელი გრძნობებია. ნუ ეცდებით აკონტროლოთ თქვენი საყვარელი ადამიანები.
კურო
ვენერა 29 აპრილს თქვენს ნიშანში გადმოვა. მარტოხელა კუროსთვის შეიცვლება კომუნიკაციის გზა ადამიანებთან, კონკრეტულად საპირისპირო სქესთან. ხმაში რბილი ნოტებია, თვალებში - გულწრფელი მზერა. ასეთი ხიბლით გულშემატკივრების გარეშე არ დარჩებით. თუმცა, 5 აპრილის შემდეგ გაგიჩნდებათ დასვენების, განმარტოების სურვილი. მერკურის რეტროგრადული სვლის დროს არ არის კარგი დრო სასიყვარულო ურთიერთობის დამყარება. ჯობია საკუთარ თავში ჩაიხედოთ და ზუსტად გაიგოთ, რა ცვლილებების შეტანა გსურთ პირად ცხოვრებაში. დაფიქრდით, რა უშლის ხელს ბედნიერების მოპოვებას? აპრილში შესაძლოა შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ და არ არის გამორიცხული, რომ გრძნობებმა კვლავ გაიღვიძოს. ხოლო ურთიერთობა პოზიტიურად გაგრძელდება თუ არა, ეს თქვენზეა დამოკიდებული. დაოჯახებულ კუროებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ. მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ ხართ დაქორწინებული თქვენს რჩეულზე, ურთიერთობა მაინც არ იქნება ჰარმონიული. და მხოლოდ სიბრძნისა და კომპრომისის არსებობა ხელს შეუწყობს სახლში ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას. მეუღლესთან კონტაქტის დამყარების ეფექტური გზაა საერთო ჰობი ან ერთობლივი შვებულების ორგანიზება. უფრო ხშირად გადით ბუნებაში ან წადით სამოგზაუროდ. შეყვარებული წყვილებისთვის აპრილში არ არის მიზანშეწონილი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ან რადიკალური ცვლილებება; ნუ დაშორდებით საყვარელ ადამიანს, მომავალში შერიგება გაგიჭირდებათ.
ტყუპი
თუ ჯერ არ შეხვედრიხართ თქვენს ადამიანს, იყავით აქტიური, გაიცანით და დაუკავშირდით. კომპლიმენტების მიღების შემდეგ თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. საინტერესო პიროვნებას შეიძლება შეხვდეთ მეგობრების კომპანიაში, წვეულებაზე ან ღონისძიებაზე. ასევე სოციალურ ქსელებში გაცნობა აქტუალურია აპრილში. არ არის გამორიცხული რომანი ძველ მეგობართან ან კოლეგასთან, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მერკურის რეტროგრადულ პერიოდში ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ნაკლებად სავარაუდოა. ამ დროს შესაძლებელია ყოფილ პარტნიორთან კონტაქტის განახლება. შესაძლოა, გრძნობები არ იყოს ისეთი ძლიერი, როგორც ადრე, მაგრამ კომუნიკაცია შეიძლება სასიამოვნო იყოს. არსებულ რჩეულთან ურთიერთობა დადებითი მიმართულებით შეიცვლება. ერთად გახსნით ბიზნესს ან იპოვით საერთო გასართობს. დაქორწინებულებს მეუღლესთან უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, მოგიწევთ მანევრირება და დათმობაზე წასვლა. ბუნებრივია, თავადაც უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, ბრძანებები ან მანიპულირება კარგს არ მოგიტანთ. მხოლოდ რბილი ტონით და საყვედურის გარეშე იქნება შესაძლებელი ურთიერთობების გაუმჯობესება. 25 აპრილიდან კარგია ერთად დროის გატარება და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. შესაძლოა, როგორც წყვილი, შეუერთდეთ საზოგადოებას, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. უფრო ხშირად შეხვდით მეგობრებს, მოაწყვეთ ერთობლივი მოგზაურობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესებას...განაგრძეთ კითხვა