"გერმანული ლუდი დალიეთ პასუხისმგებლობით, ძალიან ძლიერია და ზომიერად სვით, თორემ სტადიონზე არ შეგიშვებენ"
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეხბურთის ინგლისელ და შოტლანდიელ გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ „ევრო 2024-ის“ განმავლობაში გერმანიაში ლუდის მოხმარება შეზღუდონ, რადგან გერმანული სასმელი „შესაძლოა, ბრიტანულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს.“ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩემპიონატი გერმანიაში ივნისში იწყება და ექსპერტების შეფასებით, ტურნირის გარკვეულ ეტაპზე გერმანიას შესაძლოა, 55-დან 80 ათასამდე ფეხბურთის ინგლისელი გულშემატკივარი ეწვიოს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყება თავის ვებგვერდზე გულშემატკივრებს ურჩევს, ინგლისი-სერბეთის მატჩის წინ, რომელიც 16 ივნისს გელზენკირხენში გაიმართება, სასმელს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ადგილობრივი კანონები გაითვალისწინონ, რადგან ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების გამო ისინი შესაძლოა, სტადიონზე არ შეუშვან.
„გერმანული ლუდი შესაძლოა, უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ის დიდ ბრიტანეთშია, ამიტომ დალიეთ...გაგანგრძეთ კითხვა