კულინარიული ეშმაკობები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს - Gemrielia.ge

კულინარიული ეშმაკობები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს


პურის შენახვა
თუ გსურთ, პურმა სიახლე შეინარჩუნოს და არ გამოშრეს, პლასტიკურ პაკეტში მოათავსეთ და თან ნიახურის ღერო ჩააყოლეთ. პური ნიახურიდან ტენს აიღებს და სირბილეს შეინარჩუნებს. რადგან ნიახური მძაფრი გემოს ბოსტნეული არ გახლავთ, პური გემოს არ შეიცვლის.

წიწაკის დაჭრა
სანამ მწარე წიწაკას დაჭრით, ხელებზე ზეთი წაისვით. ის ქმნის ბარიერს კანსა და წიწაკის "მწარე ნივთიერებებს" შორის. ამგვარად, წიწაკის დაჭრის შემდეგ კანის წვა აღარ შეგაწუხებთ. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ, ზეთიან ხელებში დანა სრიალებს!

ჯანჯაფილის ფესვის გაფცქვნა უდანაკარგოდ
ჯანჯაფილის უსწორმასწორო ფესვი შეგიძლიათ ჩაის კოვზის ტარით ან პატარა დანით გაფხიკოთ. ამგვარად მხოლოდ თხელ ზედა ფენას მოაშორებთ და არომატული მცენარე მთლიანი და დაუზიანებელი დარჩება.

ხასხასა ბოსტნეულ
თუ გსურთ, რომ ბოსტნეულმა მოხარშვისას ფერი შეინარჩუნოს, ქვაბში ლიმონი ჩააწურეთ. მჟავა ეფექტურად ეხმარება ბოსტნეულს პიგმენტების და ფლავონოიდების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით ეს ეხება წითელ და თეთრ ბოსტნეულს (წიტელი კომბოსტო, ყვავილოვანი). მაგრამ ეს მეთოდი არ ამართლებს მწვანე ბოსტნეულთან, რომლებიც განსხვავებულ პიგმენტს , ქლოროფილს შეიცავენ . ლიმონის წვენთან შეხება მათ ფერს უკარგავს ხარშვისას.

სწრაფი ყინული
ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ ყინული დიდი რაოდენობით გჭირდებათ კოქტეილებისთვის ან ლიმონათისთვის, გირჩევთ გადადუღებული წყალი გაყინოთ, რადგან ის ჩვეულებრივზე სწრაფად იყინება. ამ ფაქტს პირველად ყურადღება ტანზანიელმა ერასტო მპემბამ მიაქცია და მპემბას ეფექტი ეწოდება.

ზედმეტი მარილი
თუ წვნიანი დაგიმლაშდათ, ჩააგდეთ შიგ გათლილი, გაჭრილი კარტოფილი. ის ღრუბელივით მოქმედებს და ზედმეტ მარილს შეიწოვს. შემდეგ ეს კარტოფილი გადააგდეთ. იგივე მოქმედება აქვს ბრინჯს: გამოკარით ტომსიკაში და მოხარშეთ წვნიანში.

დამწვარი ბრინჯი
თუ ბრინჯი მიგეწვათ ხარშვისას, ნუ იღელვებთ! ფრთხილად გადმოიტანეთ ცალკე ჭურჭელში ზედა ფენა, ფერშეცვლილი, დამწვარი ბრინჯის გარდა და დაადეთ თეთრი პურის ნაჭერი10-20 წუთით. ის შეიწოვს დამწვრის გემოს.

ცხიმიანი კერძი
თუ სოუსი ან წვნიანი ძალიან ცხიმიანი გამოვიდა, ზედაპირზე ყინულის კუბები დააყარეთ. ყინულის გარშემო ცხიმი შემაგრდება და ადვილად მოაცილებთ ყინულთან ერთად.

თავდაღმა შენახული პროდუქტები
თუ გსურთ ნატურალურმა არაჟანმა და ხაჭომ უფრო დიდხანს გაძლოს, მჭიდროდ დაახურეთ და თავდაყირა შეალაგეთ მაცივარში. ასე პროდუქტში ვაკუუმი წამოიქმნება და ბაქტერიები, რომე;ლიც პროდუქტს აფუჭებს, აღარ გამრავლდება.