"ამ თაფლის ფასი 800 დოლარამდეა..." - რომელია ყველაზე ძვირად ღირებული თაფლი მსოფლიოში
როგორც ყველამ ვიცით, თაფლს ფუტკარი აწარმოებს. ისინი აგროვებენ ნექტარს ყვავილებიდან და აქცევენ მას ჯადოსნურ სიროფად, რომელიც სავსეა ანტიოქსიდანტებით, ფერმენტებით, ვიტამინებით და სხვა მინერალებით. რაც უფრო სუფთაა გარემო, მით უკეთესია თაფლის ხარისხი. ამიტომ, სამრეწველო სოფლის მეურნეობისა და პესტიციდების გარეშე ტერიტორიები იდეალური ადგილია საუკეთესო თაფლის წარმოებისთვის.
ბუნების ოქროს ელექსირს - თაფლს, წარმოუდგენელი სასარგებლო თვისებები და კაცობრიობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თაფლის საფასური ხარისხის მიხედვით განსხვავდება, თუმცა ზოგიერთი მათგანის მოპოვება იმდენად რთული პროცესია, რომ მისი ფასიც სამნიშნა ნიშნულს აღწევს.
Life Mel Honey
Life Mel Honey-ის შექმნა უნიკალური პროცესია. თაფლს აწარმოებენ ფუტკრები, რომლებიც იკვებებიან სპეციალური საკვები ნარევით და იზრდებიან კონტროლირებად გარემოში, რათა დამტვერვის პროცესი ზედმეტი დამაბინძურებლ;ების გარეშე წარიმართოს.
ის იყენებს ნექტარს, რომელიც მიიღება ისეთი მცენარეებისგან, როგორიცაა ციმბირული ჟენშენი, “ეჩინეცეა“ და “უნკარია ტომენტოსა“.
კილოგრამი Life Mel Honey-ის ღირებულება 465 დოლარია.
Comvita Manuka Honey
UMF Raw Manuka Honey-ის მოსავალს იღებენ კონკრეტულ დროს, წელიწადში ორიდან ექვს კვირამდე. მდელოები მდებარეობს ახალი ზელანდიის შორეულ რაიონებში, სადაც მანუკა ძალიან ცოტა ხნით ყვავის.
Comvita-ს თაფლს 1974 წლიდან აწარმოებენ და მისი ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება. დღეს კილოგრამი Manuka Honey-ის ღირებულება 576 დოლარია...განაგრძეთ კითხვა