"იმერული ხაჭაპურის მომზადება გაიაფდა..." - რა დაგიჯდებათ მისი გამოცხობა?
2024 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ ინფორმაციას ISET აქვეყნებს.
გასული წლის მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგი ინგრედიენტების ფასები: კარაქი (+12.2%), რძე (+10.9%) და საფუარი (+14.9%). ამავდროულად, დაფიქსირდა ფასების კლება ინგრედიენტების ნაწილისთვის: ყველი (-5.7%), კვერცხი (-0.7%) და ფქვილი (-0.6%).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში, რაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ყველის ფასის ვარდნამ მოახდინა. ყველის ფასი გასულ თვესთან შედარებით 10.7%-ით, გასულ წელთან შედარებით კი 5.7%-ით შემცირდა...განაგრძეთ კითხვა