"ატამი, ვაშლი, ყურძენი..." - რომელი 10 პროდუქტი გაძვირდა მარტში ყველაზე მეტად?
2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა. ხოლო მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ს შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.
მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ატამი, ვაშლი და ყურძენი გაძვირდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირდა შემდეგი 10 პროდუქცია:
- ატამი - 52.92%-ით
- ვაშლი - 44.75-ით
- ყურძენი - 44.71-ით
- ქლიავი - 44.29%-ით
- ნიორი - 34.88%-ით
- მსხალი - 31.68%-ით
- კივი - 26.64 %-ით
- წიწაკა - 21.45%-ით
- ბენზინი - 20.59%-ით
- ბადრიჯანი 15.79%-ით
წყარო: BPN.GE