რა არის პურის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში?
პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოში პურის ფასი მსჯელობის საგანი კიდევ ერთხელ გახდა. პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს უსმენდნენ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში პური რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძვირი ღირს.
"გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით. თქვენ როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მთელ რეგიონში მოხსენით რეკორდი ფასების კუთხით, პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში, სომხეთზე და აზერბაიჯანზე ძვირი ღირს“, - განაცხადა ვაშაძემ.
საპასუხოდ კი დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტი პურია.
"ვფიქრობ, ესეც პოპულისტური განცხადებაა, ამით - პურის ფასით არ განისაზღვრება კეთილდღეობა, არც წარმატება და არც - წარუმატებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის ყველა პროდუქტი, მათ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ფასებიც იყოს ზომიერი. ამ ფასებს, მათ ზრდას და შემცირებას, თავისი ობიექტური ახსნა აქვს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა...განაგრძეთ კითხვა