რა რაოდენობის პროტეინი უნდა მივიღოთ და რატომ არის ის აუცილებელი? - Gemrielia.ge

რა რაოდენობის პროტეინი უნდა მივიღოთ და რატომ არის ის აუცილებელი?

რა არის პროტეინი? რატომ არის მნიშვნელოვანი ცილოვანი კვება და რომელი პროდუქტებია მისი წყარო? - ეს ის კითხვებია, რომლებიც სპორტდარბაზში ფეხის შედგმისთანავე ჩნდება.

გარდა ამისა, ცილოვანი კვება წონის კორექციისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯანსაღი მეთოდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რა უნდა ვიცოდეთ ცილის, იგივე პროტეინის შესახებ და რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ როგორც ვიზუალურად, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით სასურველ შედეგს მივაღწიოთ?

პროტეინი იგივე ცილა ამინომჟავებისაგან შემდგარი ჯაჭვის ერთობლიობაა. საკვებისგან მიღებული პროტეინები საჭმლის მონელების პროცესში ამინომჟავებად იშლება, საიდანაც ორგანიზმი უკვე თავის ცილებს აშენებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ორგანიზმი სულ ოცი სახეობის ამინომჟავას მოიხმარს. მათგან 11 ამინომჟავას თვითონაც ასენთიზირებს, ხოლო დანარჩენი ცხრა შეუცვლელი ორგანიზმმა საკვებიდან უნდა მიიღოს.

ცილას უამრავი სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია. იგი ორგანიზმის საშენი მასალაა და კუნთოვანი ქსოვილის საფუძველს წარმოადგენს. ამავდროულად, ის ენერგეტიკულ ფუნქციასაც ასრულებს. საინტერესოა, რომ ცილების ათვისებას უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ნახშირწყლების ან ცხიმის. აღნიშნულ ენერგიას კი ორგანიზმი ცხიმის წვის ხარჯზე იღებს. ჭარბ წონასთან ბრძოლაში ცილოვან კვებას წამყვანი როლი სწორედ ამიტომ ენიჭება.

მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა ცილოვანი დანამატი ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი, თუმცა მისი შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემადგენლობას. რეკომენდებულია, უპირატესობა მივანიჭოთ ორგანული ნედლეულისგან დამზადებულ პროდუქტს. პროტეინის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს რძის პროდუქტისგან მიღებული ცილა წარმოადგენს.

2-shida-poto-1712319820.jpeg

რძის ცილა და მისი სასარგებლო თვისებები

რძე ცილის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რადგან ერთი მხრივ, შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას და მეორე მხრივ, ჯადოსნურ ცილას - კაზეინს. ის რძეში შემავალი მთავარი ცილაა. მას, ცილის სხვა ტიპებთან შედარებით, მონელებისა და ათვისებისთვის ყველაზე დიდი დრო - 6-დან 8 საათამდე სჭირდება, რაც კუნთებში ამინომჟავების გრძელვადიან და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს. კაზეინის კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება ისაა, რომ იგი ხელს უწყობს კუნთის დაშლის პროცესის შეჩერებას, რაც ძლიერი სხეულის ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ცილოვანი პროდუქტი Stay Strong ორგანული ცილისაგან - რძისგან. ეს არის ორმაგი ცილა, ერთ ჯადოსნურ ბოთლში, მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.

ნელი მონელებისა და ათვისების გამო, კაზეინის მიღება ძირითადად რეკომენდებულია ძილის წინ, ან კვების შუალედებში. ტრენერები ცილოვანი პროდუქტის მიღებას ხშირად ვარჯიშის შემდეგაც გვირჩევენ. Stay Strong-ის მოსახერხებელი შეფუთვა აღნიშნულ რეკომენდაციასაც იდეალურად პასუხობს. დასალევი პროდუქტის მიღება შეგვიძლია როგორც ხემსად, ისე ვახშმად ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში.

პროტეინის სწორი დოზირება

პროტეინი კვების რაციონის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, თუმცა დღის განმავლობაში მისი დოზირება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება ეს წონა, სქესი თუ ასაკი. აშშ-ის მედიცინის აკადემიის ზოგადი რეკომენდაციით, ზრდასრულებმა თავიანთი წონის თითოეულ კილოგრამზე ყოველდღიურად 0,8 გრამი პროტეინი უნდა მიიღონ ან წონის ყოველ 9-10 კილოგრამზე - 7 გრამი. მაგალითად, თუ დაახლოებით 90 კილოგრამს იწონით, ყოველდღიურად 70 გრამი ცილა უნდა მიიღოთ.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ჩვენგანი, განსაკუთრებით კი ბავშვები, დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით პროტეინს ვერ იღებს. მიზეზი შეიძლება იყოს გადატვირთული გრაფიკი, არაჯანსაღი კვებითი ჩვევები და სხვა, თუმცა ორგანიზმისთვის ცილის მიწოდება მიღება Stay Strong-ის მეშვეობით მარტივად არის შესაძლებელი.

პროდუქტი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის ნედლეულისგან და ორგანიზმს სასარგებლო მაკროელემენტებით ამარაგებს. მისი მიღება რეკომენდებულია როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ის სწრაფი, მარტივი და სწორი არჩევანია ყველასთვის, ვინც ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევს.

R