არის თუ არა მიზანშეწონილი "ხლოპიას" ხშირი მიღება და როგორ უნდა აარჩიოთ პროდუქტი შედარებით უკეთესი შემადგენლობით?
სიმინდის ფანტელები, ე.წ. ხლოპიები ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და ბევრი ბავშვისთვის სასურველი საუზმეა. არის თუ არა მიზანშეწონილი მისი ხშირი მიღება, ან საერთოდ შეიძლება თუ არა ბავშვებს ვაჭამოთ, ამ თემაზე მარიამ მდინარაძემ გადაცემაში "იმედის დღე" "საიმედო რეკომენდაციების" რუბრიკის ფარგლებში სპეციალური სიუჟეტი მოამზადა და ქართულ ბაზარზე არსებული რამდენიმე პროდუქტი განიხილა.
სიუჟეტში მაიკლ მოსი, წიგნის "მარილი, შაქარი, ცხიმი" ავტორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ამბობს: "ასეთი ტიპის მშრალი საუზმე, როგორც წესი, დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. სწორედ ამის გამო არ უნდა აჭამოთ ის ბავშვებს, რადგანაც მარილიც და შაქარიც გემოს ბუნებრივი გამაძლიერებელია, რომელიც ენის რეცეპტორებს ააქტიურებს. ეს კი მომავალში შესაძლოა, ძალიან დიდი პრობლემა გახდეს, რადგან ბავშვებს ჯანსაღი საუზმე აღარ მოეწონებათ. ჩემი რეკომენდაციაა, ბავშვებს ასეთი ტიპის ფანტელები თავიდანვე არ გაასინჯოთ, ან იშვიათად აჭამოთ, რომ მათ შაქრისა და მარილის გარეშე გემოს აღქმა არ დაუქვეითდეთ."
სიუჟეტში დეტალურადაა განხილული რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტის შემადგენლობა და აღნიშნულია ისიც, ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებები არ გამოვლინდა...განაგრძეთ კითხვა