რატომაა თვითმფრინავის საკვები უგემური? - Gemrielia.ge

რატომაა თვითმფრინავის საკვები უგემური?

დამნაშავე შეფ-მზარეული კი არა, მგზავრის რეცეპტორებია!

Lufthansa-ს წარმომადგენელი, მთავარი შეფ-მზარეული გრანტ მიქელსი ამბობს, რომ ათასობით მეტრის სიმაღლეზე, პირველი, რაც იცვლება, ეს გემოს შეგრძნებაა. რასაც არ უნდა მიირთმევდეთ, იქნება ეს თევზი, ხორცი თუ ბოსტნეული, მისი გემო განსხვავდება მიწაზე და ცაში.

ამ თემაზე კვლევები გერმანულმა ორგანიზაციამ Fraunhofer Institute-მა ჩაატარა. კერძები გასინჯეს ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე და წნევის პირობებში. დადასტურდა, რომ სიმაღლეზე, წნევის ქვეშ, რეცეპტორები ჩლუნგდება და დაახლოებით ისე აღიქმება გემოები, როგორც გაციების დროს. იცვლება სიმლაშისა და სიტკბოს, ასევე სუნის აღქმა.