"განსაკუთრებით საშიში წნევის სწრაფი ვარდნაა... ამ დროს შეგვიძლია, ადამიანს მარილიანი ან შაქრიანი წყალი დავალევინოთ" - რა უნდა გააკეთოთ როცა დაბალი წნევა გაქვთ?
დაბალი წნევა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი გამომწვევი მიზეზები კი შესაძლოა, მრავალი იყოს, როგორც ცხოვრების სტილით, ასევე სერიოზული დაავადებებით განპირობებული. განსაკუთრებით საშიში წნევის სწრაფი ვარდნაა, რომელიც მწვავე შემთხვევებში შეიძლება, სიცოცხლისთვის საზიანო გახდეს. დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ შეიძლება, გვქონდეს, დაბალი წნევა და რა სიმპტომებით ვლინდება ის:
-ჰიპოტენზია ანუ არტერიული წნევის შემცირება ადამიანებს ხშირად აწუხებთ ხოლმე. დაბალ წნევად შეიძლება ჩაითვალოს 90 სისტოლური და 60 დიასტოლური, ანუ ზედა და ქვედა მაჩვენებელი და ამაზე ნაკლები. თუმცა, შესაძლებელია, ადამიანი დაბალი წნევის მატარებელი იყოს და თავს კარგად გრძნობდეს. თუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემაწუხებელი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გენეტიკურად მატარებელი ხართ. ასეთ დროს დაბალი წნევა საგანგაშო არ არის. თუმცა თუ ადამიანს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აწუხებს, ეს ნიშნავს, რომ საქმე პათოლოგიურ არტერიულ ჰიპოტენზიასთან გვაქვს. ეს სიმპტომებია:
- თავბრუსხვევა
- დაღლილობა (გონების უეცარი, დროებითი დაკარგვა)
- სისუსტე
- ბუნდოვანი ხედვა
- სწრაფი ან არარეგულირებული გულისცემა
- დაბნეულობა, როცა ადამიანი გაფანტულია
- გულისრევა, ან შეგრძნება, თითქოს ავად გახდება
- ზოგადი სისუსტე
თავის ტკივილი უპირატესად ჰიპერტენზიას, ანუ წნევის მატებას ახასიათებს. თუმცა შესაძლებელია, დაბალი წნევის დროსაც გამოიხატოს. ახსნის მექანიზმის არის ის, რომ თავის ტვინს სისხლი აკლდება, სისხლის მიმოქცევა ნაკლებია და ეს დისკომფორტს იწვევს...განაგრძეთ კითხვა