"არ შეიძინოთ ასეთი კვერცხი, ის დიდი ხნის დადებულია" - რა უნდა გაითვალისწინოთ კვერცხის შეღებვამდე?
სააღდგომოდ ყველა ოჯახში იღებება კვერცხი და შესაბამისად, კვერცხზე მოთხოვნაც ძალიან იზრდება. ამ დროს უფრო დიდია რისკი, რომ ვინმემ სიტუაციით ისარგებლოს და უხარისხო, არასათანადო პირობებში შენახული პროდუქცია გაყიდოს.
როგორ უნდა აარჩიოთ კვერცხი, რომ არ მოტყუვდეთ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.
"კვერცხი ფოროვანი პროდუქტია და მასში მიკრობების შეღწევა ძალიან ადვილია. ამიტომ, პირველ რიგში, კვერცხი ჰიგიენურ გარემოში იყიდეთ და აუცილებლად თავდახურულ მდგომარეობაში.
კვერცხის სიახლეზე მეტყველებს მისი ზედაპირიც, შეხებისას ერთგვაროვანი და ხაოიანი უნდა იყოს და არა პრიალა. ახალი კვერცხი ბევრად უფრო სასარგებლოა. უმჯობესია, რომ 7 დღემდე ვადის კვერცხი შევიძინოთ, 3-4 დღის კვერცხი ყველაზე სასარგებლოა...განაგრძეთ კითხვა