როგორ მოვამზადოთ თევზი, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ
დიდი ხანია, რაც ყველასთვის ცნობილია თევზის სასარგებლო თვისებების შესახებ. ცხიმები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი შემცველობით გვხვდება ორაგულში, თინუსსა და სკუმბრიაში, ხელს უწყობს გულის დაავადებების, ალცჰაიმერისა და ინსულტის თავიდან აცილებას. თუმცა, თევზის სახლში მომზადებას ყველა ვერ რისკავს. სტატისტიკის თანახმად, მთელს მსოფლიოში, ადამიანები რესტორნებში ორჯერ მეტ თევზს მიირთმევენ, ვიდრე სახლში.
რატომ გვირჩევენ ჯანსაღი კვების ექსპერტები ასე მკაცრად თევზის ჭამას და რატომ შეაქვთ თავის კვების რაციონში პერიოდულად თევზი ვეგეტარიანელებს, მიუხედავად იმისა, რომ თავს იკავებენ ხორცის ჭამისგან?
სწორად მომზადებული თევზი არა მხოლოდ მარტივად ასათვისებელია, არამედ ორგანიზმს აუცილებელი მინერალებითა და ვიტამინებით ამდიდრებს. თევზის არჩევისას მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ პროდუქტი ახალია და ინარჩუნებს ყველა თავის ღირებულ თვისებას. უმჯობესია შეიძინოთ თევზი სანდო კომპანიისგან. საქართველოში, მსგავს ორგანიზებულ წარმოებას კომპანია „ოკეანე“ უზრუნველყოფს 2003 წლიდან.
სწრაფი მომზადება და შესანიშნავი გემოვნური თვისებები თევზს ჯანსაღი კვების რაციონის მნიშვნელოვან პროდუქტად აქცევს. სანამ თევზის მომზადებაზე გადახვალთ, აუცილებლად შეამოწმეთ მისი სუნი. ნებისმიერი მკაფიო და უსიამოვნო სუნი ნიშნავს, რომ თევზი არ არის ახალი. სუნი არის ყველაზე საიმედო გზა იმის დასადგენად, არის თუ არა პროდუქტი ახალი. ასევე, თევზს უნდა ჰქონდეს სუფთა თვალები და მკვრივი ხორცი. ფილე ან სტეიკები უნდა იყოს ყავისფერი ლაქების გარეშე, ერთიანი შეფერილობის.
ახალი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში არა უმეტეს ორი დღისა, რადგან თევზი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია. თუ მისი შენახვა უფრო დიდხანს გჭირდებათ, მაშინ გადაახვიეთ ქაღალდში და გაყინეთ. შეინახეთ ასე, სანამ მზად არ იქნებით მოსამზადებლად. თევზის გალღობა შესაძლებელია მაცივარში, გამდინარე ცივ წყალში მოთავსებით, ან მიკროტალღურ ღუმელში, გალღობის რეჟიმზე. თევზი გალღობისთანავე უნდა მოიხარშოს.
იმის გამო, რომ თევზს ძალიან ცოტა შემაერთებელი ქსოვილი და ცხიმი აქვს, ის დელიკატურად უნდა მოხარშოთ. მოხარშული თევზი ბუნებრივი ხაზების ადგილებში უნდა იშლებოდეს ნაჭრებად. ამას მიხვდებით, თუ ყველაზე სქელ ნაწილში ჩაარჭობთ ჩანგალს ან დანას.
არსებობს ძალიან ფაქიზი ზღვარი კარგად მომზადებულ თევზსა და გადახარშულ თევზს შორის. პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ „დარჩენილი სითბოს პრინციპი“: ქვაბი ინარჩუნებს სიმხურვალეს მაშინაც, რაც მას ცეცხლიდან გადადგამთ. მზადების პროცესი კიდევ რამდენიმე წუთის მანძილზე გაგრძელდება. ამიტომ, თევზი მოხარშეთ თითქმის მზადყოფნამდე, შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რომ მოხარშვა დაასრულოს. ბულიონში შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი არომატული მწვანილი და ბოსტნეული. მნიშვნელოვანია, რომ წყალმა არ იდუღოს ხარშვისას. თუ წყალი ადუღდება, თევზი ძალიან სწრაფად მოიხარშება და დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.
თუ თევზის დამარინადებას მის გამოცხობამდე ან შეწვამდე აპირებთ, გაითვალისწინეთ: დამარინადებული თევზი უფრო არომატული და წვნიანი ხდება, მაგრამ ნებისმიერ მარინადში ჩადების პროცესი არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. მჟავა დაიწყებს ცილის დენატურაციას, თევზი ძალიან დარბილდება და დაკარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. ორაგული და თინუსი შეიძლება გააჩეროთ მარინადში 1 სთ. მარინადისთვის სასურველია ზეითუნის ზეთის გამოყენება. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ღვინის ძმარი ან ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და სასურველი სანელებლები.
თევზის შეწვის ბევრნაირი მეთოდი არსებობს, მაგრამ რომელიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ტაფაზე ან გრილზე მოთავსებისას თევზი გააჩერეთ 2-4 წუთი. ამ დროის განმავლობაში ხრაშუნა ქერქი გაჩნდება და არ მიეკრობა ტაფის ზედაპირს. შესაბამისად, მარტივად გადააბრუნებთ.
სანამ თევზს გრილზე დადებთ, დარწმუნდით, რომ გრილის ზედაპირი სუფთაა. წაუსვით ზეთი. თუ გრილი სწორად გაცხელდება, თევზი ოქროსფერ ფერს მიიღებს. თევზის შესაწვავად გამოიყენეთ ცხაური. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოლგის ფურცელი და ისე მოათავსოთ გრილზე. მზადების დროს გრილი თავღია დატოვეთ. იტალიელებს უყვართ თევზის მომზადება ქაღალდში ან ფოლგაში. ეს ინარჩუნებს ტენიანობას, გემოს კონცენტრაციას და იცავს ხორცს.
თუ ორთქლის ქვაბი გაქვთ, თევზის მოსახარშად შეავსეთ დიდი ქვაბი წყლით და დაუმატეთ სანელებლები თქვენი გემოვნებით. იქნება ეს ლიმონი, ჰალაპენიო, ჯანჯაფილი თუ სხვა. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ მოათავსეთ თევზი ორთქლზე ადუღებული წყლის ზემოთ. შეამცირეთ სითბო, რომ ძალიან სწრაფად არ მოიხარშოს. ორთქლზე მოხარშვის მეთოდი ითვლება ყველაზე სასარგებლოდ, რადგან ინარჩუნებს სასარგებლო ელემენტების უდიდეს რაოდენობას.
თუ რამდენიმე წესს დაიცავთ, შეძლებთ თევზის ჯანსაღად მომზადებას მიკროტალღურ ღუმელშიც. პირველ რიგში, თევზი უნდა ბრუნავდეს, რომ თანაბრად მომზადდეს. თუ ფილე არათანაბარი სისქისაა, თხელი ნაჭრები დაალაგეთ ერთმანეთის ქვეშ ისე, რომ სისქე თანაბარი გახდეს. ასევე, სწორად დააყენეთ დრო ინსტრუქციის მიხედვით.
ამ წესების დაცვით შეძლებთ მოამზადოთ თევზი ჯანსაღად და მიიღოთ მისგან მეტი სარგებელი.