რა ცვლის საკვების გემოს და როგორ მოქმედებს გარემო რეცეპტორებზე - Gemrielia.ge

რა ცვლის საკვების გემოს და როგორ მოქმედებს გარემო რეცეპტორებზე



პროფესორ ჩარლზ სპენსის აზრით, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, სადილობისას ადამიანზე გავლენას ახდენს ყველა შეგრძნება: მხედველობა, ყნოსვა, სმენა და რა თქმა უნდა გემოს აღქმა. ეს ყველაფერი მთლიანობაში კი საჭმლის გემოს განსაზღვრავს.

კვლევების თანახმად, რომელიც კომპანია Diageo-მ აწარმოა, მწვანედ განათებულ ოთახში, ნამდვილი ბალახის ხალიჩით და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე, ვისკის ბალახეულის არომატი ჰქონდა. მაგრამ წითელი განათების ქვეშ, მრგვალ ოთახში იგივე ვისკის მოტკბო გემო დაჰკრავდა. ექსერიმენტის მონაწილეთა აზრით, ვისკის საუკეთესო გემო მოჭრიალე იატაკიან ოთახში გამოვლინდა, ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლისა და კონტრაბასის ბგერების ფონზე.

ესპანელმა შეფ-მზარეულმა ფერან ადრიამ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ გემოს აღქმაზე ჭურჭლის ფერიც მოქმედებს. თეთრი თეფშებით მირთმეული დესერტი ექსპერიმენტის მონაწილეებს უფრო ტკბილი მოეჩვენათ, ვიდრე იგივე დესერტი შავი თეფშით. კუთხოვანი ან კვადრატული ჭურჭელი გემოთა კონტრასტის აღქმას აძლიერებს, მრგვალი კი ხაზს უსვამს საკვების სიტკბოს. მოქმედებს მუსიკაც: ფლეიტისა და ფორტეპიანოს მაღალი ნოტები სიტკბოსთან ასოცირდება, ხოლო დაბალი, ღრმა ბგერები სიმწარესთან.

კომპანია ნესტლეს კვლევითი ცენტრის მტკიცებით, თუ ჭამამდე ადამიანი ნოყიერი საჭმელის ფოტოებს ათვალიერებს (მაგალითად პიცა ან სხვა ცომეული) თავისი საკვები უფრო გემრიელი ეჩვენება, ვიდრე მაშინ, თუ საზამთროს ან მწვანე ლობიოს ფოტოებს ნახავს.