პასკა არ იქნება მშრალი, თუ გააკონტროლებთ ღუმელსა და ტემპერატურას, ასევე არ არის საჭირო ცომის შალებში, პლედებში შეფუთვა" - ია მინდაძე-ასათიანის რეცეპტი და პრაქტიკული რჩევები პასკის ცხობისთვის
ცნობილი კულინარის ია მინდაძე ასათიანის პასკის რეცეპტი სოციალურ ქსელი ძალიან პოპულარულია. ქალბატონი ია რეცეპტთან ერთად ყოველთვის უზიარებს დიასახლისებს მომზადების წესებს და პრაქტიკულ გამოცდილებას. ტრადიცია არც წელს დაურღვევია. რაც მთავარია, წლიდან წლამდე აკვირდება, ყველაზე ხშირად რა შეცდომები მოსდით ახალბედებს და ამის გათვალისწინებით გვთავაზობს მორიგ რჩევებს. წარმოგიდგენთ ია მინდაძე ასათიანის რჩევებს პასკის გამოსაცხობად და აქვე მის ძალიან ცნობილ პასკის რეცეპტს:
"ჩემი უუუ--გემრიელესი სააღდგომო ნამცხვარი , პასკა,კულიჩი ,როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, კიდევ ერთხელ მინდა გაგიზიაროთ! უკვე ბევრმა იცის ჩემი რეცეპტი, წლებია ვდებ სხვადასხვა გვერდსა თუ საიტზე.მინდა რომ ბევრ ოჯახში იტრიალოს პასკის სურნელმა. ისევ გავმეორდები, არ ინანებთ, თუ გამოაცხობთ! ბევრმა, ვიცი, შეცვალა თავისი ტრადიციული პასკის რეცეპტი და ჩაანაცვლა ჩემი გამოცდილი რეცეპტით. ერთი მინდა კიდევ ვთქვა, ავთენტური რეცეპტი კულიჩების, ვფიქრობ, არ არსებობს, რადგან რამდენი ოჯახიც არის, იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს.ვთვლი, რომ ვისაც როგორ გაუხარდება, ისე უნდა დაამზადოს და ჩარჩოში არ უნდა ჩასვან რეცეპტი.ძალიან კარგად მახსოვს, ბებო როცა დაფუსფუსებდა და ამ რეცეპტით ამზადებდა კულიჩს, რძე თუ არ ჰქონდა, შრატით ამზადებდა , ხაჭოს ან ნადუღსაც ამატებდა. მაწონი და არაჟანი თუ არ გვქონდა, ყაიმაღით ანაცვლებდაის რომ ნაღებს ამატებდა, იმით ჩანდა, რომ ახალ გამოწველილ რძეს არ ადუღებდა და ელოდებოდა, როდის მოადგებოდა ნაღები, მოყენებული ნაღები უეჭველი პასკის მასაში ხვდებოდა.აუუუ, ისე მახსოვს მოხალული კარაქის სუნიი. ბლომად კარაქს რომ გაადნობდა ოდნავ წვისკენ წაიყვანდა, მოხალული თხილის გემოს იღებსო. ეს სიტყვები სულ ტრიალებს ჩემს თავში და ვუღრმავდები მოგონებებს და უამრავ აღმოჩენას ვაკეთებ საუკუნის წინანდელ რეცეპტში.ჩემ ტკბილ ბებოს ბარბარა ჯორჯაძესთან არ გავაიგივებ, ჩემგან თავხედობა იქნება, მაგრამ ნაკლებიც არ იყო დამერწმუნეთ.
- მთავარი!!! პასკაში ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ხარისხიანი!!
- თუ არაჟანი არ გაქვთ ნამდვილი, მააშინ მაღალ პროცენტიანი ნაღები გამოიყენეთ! თუ მშრალ საფუარს გამოიყენებთ
- შეხედეთ, რომ იყოს ახალი და რაც მთავარია, ტკბილი ცომებისთვის!
- პასკა არ იქნება მშრალი, თუ გააკონტროლებთ ღუმელს და ტემპერატურას. ხუთი წუთით მეტიც არ უნდა დააყოვნოთ ღუმელში.
- კიდევ მთავარი!!! ცომის შალებში, პლედებში, შუბებში შეფუთვა არ არის საჭირო! 40 გრადუსი ტემპერატურა არ უნდა გქონდეთ ოთახში, არ გჭირდებათ! უბრალოდ, მოთმინებით მიუდექით და აცადეთ ოთახის ტემპერატურაზე ამოსვლა.