"ეს პროდუქტები ტვინს მუშაობაში ეხმარება..." - რას გირჩევთ ნუტრიციოლოგი?
21-ე საუკუნის საქართველოში მეხსიერების გაუარესება არავის უკვირს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს მათ, ვინც კოვიდ-19 და სხვა ვირუსული დაავადებები გადაიტანა.
როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? - ამ შეკითხვით მივმართეთ ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებელს, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს - ბელა ყურაშვილს:
- ადამიანის ტვინში უფრო მეტი უჯრედია, ვიდრე ცაზე - ვარსკვლავები. დადგენილია, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი 80 მილიონამდე ნეირონს შეიცავს, მაგრამ ის 18 წლის შემდეგ აღარ იზრდება. ასაკთან ერთად, ტვინის შესაძლებლობები მცირდება და ვითარდება დემენცია, რომელსაც ვერაფერს უზამ, თუმცა, ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც 90 წლის ასაკშიც მშვენივრად აზროვნებენ და 20-25 წლის ახალგაზრდის მეხსიერება აქვთ.
- რა არის ამის მიზეზი?
- პირველ ყოვლისა, აქტიური ცხოვრების წესი - ის საშუალებას გვაძლევს, რომ გონებრივი შესაძლებლობები დიდხანს შევინარჩუნოთ. ყველაზე დიდხანს და სრულფასოვნად ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, პენსიაზე გასვლის შემდეგაც აზროვნებს, მოგზაურობს, წიგნებს წერს, ლექციებს კითხულობს... ამ ადამიანებს გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვთ, რადგან ტვინს გამუდმებით ავარჯიშებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილს: 7-8-საათიანი ძილი აუცილებელია, რადგან უძილობა ტვინის უჯრედების მოქმედებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
- ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან რა უწყობს ხელს მეხსიერების გაუმჯობესებას?
- ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომყავა ყველაზე მეტად ეხმარება თავის ტვინის აქტიურობას, ის მეხსიერებასაც აუმჯობესებს და სტრესსაც ხსნის,მაგრამ ზომიერება არ უნდა დავივიწყოთ - დიდი რაოდენობით ყავამ შეიძლება პირიქით, ზიანი მოგვაყენოს. არ არის სასურველი...განაგრძეთ კითხვა