პიცის 3 უჩვეულო რეცეპტი ნამდვილი გურმანებისთვის - Gemrielia.ge

პიცის 3 უჩვეულო რეცეპტი ნამდვილი გურმანებისთვის

გთა­ვა­ზობთ 3 უჩ­ვე­უ­ლო პი­ცის რე­ცეპტს, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფა­სე­ბენ ნამ­დვი­ლი გურ­მა­ნე­ბი. რე­ცეპ­ტე­ბი აღე­ბუ­ლია წიგ­ნი­დან: "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი დღი­უ­რე­ბი".

1. პიცა ანა­ნა­სი­თა და გორ­გონ­ძო­ლა­თი

5c01211b-5408-4b1a-bb66-d0e8da9cfaa9-1713870327.jpg

ამ პი­ცის მა­გა­ლით­ზე თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ანა­ნა­სი ყველ­თან შე­სა­ნიშ­ნავ კომ­ბი­ნა­ცი­ას ქმნის. გა­მომ­ცხვარ პი­ცას სუფ­რა­ზე მი­ტა­ნის წინ ახალ­დაფ­ქუ­ლი შავი პილ­პი­ლი მო­აფ­რქვი­ეთ.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • 1 ულუ­ფა პი­ცის ცომი
  • 1 ულუ­ფა პო­მიდვ­რის სო­უ­სი
  • 3 კბი­ლი ნი­ო­რი, და­კე­პი­ლი
  • 250 გ. ყვე­ლი მო­ცა­რე­ლა, თხლად დაჭ­რი­ლი ან მსხვი­ლად გა­ხე­ხი­ლი
  • 250 გ. ყვე­ლი გორ­გონ­ძო­ლა, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი
  • 350 გ. და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ანა­ნა­სი, გა­და­წუ­რუ­ლი
  • შავი პილ­პი­ლი, მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი - სა­ცხობ სინ­ზე მო­საყ­რე­ლად
  • ნედ­ლი ორე­გა­ნოს ფოთ­ლე­ბი - გა­სა­ფორ­მებ­ლად

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  • მო­ზი­ლეთ პი­ცის ცომი. მო­ამ­ზა­დეთ პო­მიდვ­რის სო­უ­სი.
  • გა­ა­ხუ­რეთ ღუ­მე­ლი 250 გრა­დუ­სამ­დე. პი­ცის ქვა ან სა­ცხო­ბი სინი შედ­გით ღუ­მელ­ში გა­სა­ცხე­ლებ­ლად.
  • სა­ცხობ სინს მო­ა­ყა­რეთ მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი. ცო­მის გუნ­დე­ბი 23 სმ. დი­ა­მეტრზე გა­აბრტყე­ლეთ. გა­და­უს­ვით პო­მიდვ­რის სო­უ­სი. თავ­ზე მო­ა­ყა­რეთ ორი­ვე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი, გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ანა­ნა­სის ნაჭ­რე­ბი და შე­ა­ზა­ვეთ შავი პილ­პი­ლით.
  • გა­მო­ა­ცხვეთ გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში, 10-12 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ ყვე­ლი არ ჩად­ნე­ბა, პი­ცის ქერ­ქი კი ოქ­როს­ფე­რი და ხრა­შუ­ნა არ გახ­დე­ბა.
  • ახალ­გა­მომ­ცხვა­რი პიცა გა­ა­ფორ­მეთ ნედ­ლი ორე­გა­ნოს ფოთ­ლე­ბით.

2. პიცა არ­ტი­შო­კით, თხის ყვე­ლი­თა და ზე­თის­ხი­ლით

755f48ca-c2fb-4299-8de1-7af73d6506a4-1713870536.jpg

სა­სურ­ვე­ლია, თუ ახალ­გა­მომ­ცხვარ პი­ცას სუფ­რა­ზე მა­ღალ ჭი­ქებ­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი, ცივი ლუ­დის თან­ხლე­ბით მი­ი­ტანთ.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • 1 ულუ­ფა პი­ცის ცომი
  • 1 ულუ­ფა პო­მიდვ­რის სო­უ­სი
  • 2 კბი­ლი ნი­ო­რი, წვრი­ლად და­კე­პი­ლი
  • 12 ცალი და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი არ­ტი­შო­კი, გა­და­წუ­რუ­ლი და სქელ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი
  • 180 გ. ახა­ლი თხის ყვე­ლი, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი
  • 50 გ. უკურ­კო შავი ზე­თის­ხი­ლი
  • 120 გ. პარ­მე­ზა­ნი, მსხვი­ლად გა­ხე­ხი­ლი
  • წვრი­ლად დაფ­ქუ­ლი მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი - სა­ცხობ ფირ­ფი­ტა­ზე მო­საყ­რე­ლად
  • ნედ­ლი ორე­გა­ნოს ფოთ­ლე­ბი მო­სარ­თა­ვად

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  • მო­ზი­ლეთ პი­ცის ცომი. მო­ამ­ზა­დეთ პო­მიდვ­რის სო­უ­სი.
  • გა­ა­ხუ­რეთ ღუ­მე­ლი 250 გრა­დუ­სამ­დე. სა­ცხო­ბი ფირ­ფი­ტა შე­დეთ გა­სა­ცხე­ლებ­ლად.
  • მო­ა­ყა­რეთ ფირ­ფი­ტას მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი. ცო­მის გუნ­დე­ბი 23 სმ დი­ა­მეტრზე გა­აბრტყე­ლეთ. გა­და­უს­ვით ზე­მო­დან ცომს პო­მიდვ­რის სო­უ­სი. თავ­ზე მო­ა­ყა­რეთ დაჭ­რი­ლი ნი­ო­რი, და­მა­რი­ნა­დე­ბუ­ლი არ­ტი­შო­კი, თხის ყვე­ლი, ზე­თის­ხი­ლი და პარ­მე­ზა­ნი.
  • გა­მო­ა­ცხვეთ 10-12 წთ. პიცა გა­ა­ფორ­მეთ ნედ­ლი ორე­გა­ნოს ფოთ­ლე­ბით.

3. პიცა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით

06564995-2fab-42db-9d8f-01c03fbdb03e-1713870626.jpg

ნედ­ლი ან გა­ყი­ნუ­ლი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ - კრე­ვე­ტე­ბის, მი­დი­ე­ბი­სა და კალ­მა­რე­ბის­გან შემ­დგა­რი ნაკ­რე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • 1 ულუ­ფა პი­ცის ცომი
  • 1 ულუ­ფა პო­მიდვ­რის სო­უ­სი
  • 4-6 ს/კ. წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ნედ­ლი ოხ­რა­ხუ­ში
  • 750 გ. შე­რე­უ­ლი ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი
  • 4 კბი­ლი ნი­ო­რი, წვრი­ლად და­კე­პი­ლი
  • წვრი­ლად დაფ­ქუ­ლი მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი - სა­ცხობ ფირ­ფი­ტა­ზე მო­საყ­რე­ლად
  • 1 ჩ/კ. წი­თე­ლი წი­წა­კის ფან­ტე­ლი - გა­სა­ფორ­მებ­ლად
  • ცივი და­წურ­ვის ზე­ი­თუ­ნის ზეთი ზე­მო­დან მო­სას­ხმე­ლად

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  • მო­ზი­ლეთ პი­ცის ცომი, მო­ამ­ზა­დეთ პო­მიდვ­რის სო­უ­სი. დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­შის ნა­წი­ლი პა­მიდვ­რის სო­უსს შე­უ­რი­ეთ.
  • გა­ა­ხუ­რეთ ღუ­მე­ლი 250 გრა­დუ­სამ­დე. სა­ცხო­ბი ფირ­ფი­ტა შე­დეთ გა­სა­ცხე­ლებ­ლად. მო­ა­ყა­რეთ მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი.
  • ცო­მის გუნ­დე­ბი 23 სმ. დი­ა­მეტრზე გა­აბრტყე­ლეთ. გა­და­უს­ვით პო­მიდვ­რის სო­უ­სი. თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი და მო­ა­ყა­რეთ და­კე­პი­ლი ნი­ო­რი.
  • გა­მო­ა­ცხვეთ 10-12 წთ. პიცა გა­ა­ფორ­მეთ დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­შით და წი­თე­ლი წი­წა­კის ფან­ტე­ლით.
  • ზე­მო­დან მო­ა­პ­კუ­რეთ ზე­ი­თუ­ნის ზეთი.

პი­ცე­ბის, ბურ­გე­რე­ბის და ნა­ჩო­სე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპ­ტებს იპო­ვით წიგნ­ში "კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი დღი­უ­რე­ბი".

kulinariuli-driurebi-48105-1713870743.jpg

პო­პუ­ლა­რუ­ლი პიცა ”მარ­გა­რი­ტა“ და ნე­ა­პო­ლი­ტა­ნუ­რი კალ­ცო­ნე, სო­კოს, ყვე­ლი­სა და ბე­კო­ნის უგემ­რი­ე­ლე­სი ბურ­გე­რე­ბი, ტე­ხა­სურ-მექ­სი­კუ­რი ნა­ჩო­სი და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ. გა­უ­მას­პინ­ძლდით ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს სახ­ლში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს კერ­ძე­ბით. დაძ­ლი­ეთ სწრა­ფი, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა და დარ­წმუნ­დით, რომ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მაც­დუ­ნე­ბე­ლი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. გახ­სოვ­დეთ, რომ ჯან­სა­ღი კვე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სა­წინ­და­რია.

mitana-48478-1713870783.png