"პასკის ეს რეცეპტი იმით გამოირჩევა, რომ შედარებით ნაკლებ დროს საჭიროებს..." - უგემრიელესი პასკა ნაღებით
პასკის ეს რეცეპტი იმით გამოირჩევა, რომ შედარებით ნაკლებ დროს საჭიროებს და ამასთან, გემრიელი გამოდის. არის ზომიერად ცხიმიანი. იმისათვის, რომ მომზადება გაგიადვილდეთ, დეტალურად აღვწერთ ყველა ეტაპს.
საჭირო მასალა ცომის ხაშისთვის:
- 50 გ ნედლი ან 25 გ მშრალი
- 1 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 100 მლ თბილი რძე
ძირითადი ცომისთვის:
- 5 კვერცხი
- 200 გ შაქარი
- 1/4 ჩ.კ. მარილივანილი
- 250 მლ ნაღები 35-36 %
- 3 ს.კ. ზეთი
- 200 გ ქიშმიში (ჯერ ცხელი წყალიგადავავლოთ, შემდეგ 1/4 ჭიქა კონიაკიდავასხათ და დავალბოთ 2 საათით მაინც,კონიაკი რომ შეიწოვოს)
- 200 გ ფორთოხლის ცუკატები (ჯობს შინმომზადებული)
- 600-750 გ გაცრილი ფქვილი (შეიძლებამეტი დასჭირდეს, ფქვილზეადამოკიდებული)
- ზემოდან მოსართავად ნუშის ფირფიტები
- 1 ს.კ. რძეში გახსნილი 1 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
მომზადების წესი:
- ცომის ხაშის ინგრედიენტები ერთად გავხსნათ და დაახლოებით 20 წუთი დავდგათ ტილო გადაფარებული, სანამ აფუვდება.
- კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მარილსა და ვანილთან ერთად,შევურიოთ აფუებული ცომის ხაშის მასა, ნაღები და თანდათან შევაზილოთ ფქვილი. სულ მცირე, 15 წუთი უნდა ვზილოთ. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი,რომელიც ხელს ეკრობა. ცომს შეიძლება 600 გრამზე მეტი ფქვილი დასჭირდეს,ამიტომ, ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი,შემდეგ ზეთში გადავზილოთ ხელით,მოვათავსოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და ასაფუებლად თბილ ადგილას დავდგათ.
- ცუკატებსა და ქიშმიშს შევურიოთ ცოტა ფქვილი და შევაზილოთ აფუებულ ცომს,ჩავდოთ 400-გრამიან ფორმებში 1/3-ზე,დავაწყოთ თბილ ადგილას და ვაცადოთ,რომ ბოლომდე ამოვიდეს.
- პასკებს წავუსვათ კვერცხისა და რძის ნარევი, მოვაყაროთ ნუში და გამოვაცხოთ ჯერ 180 გრადუსზე, 15-20 წუთი, შემდეგ კი დავუწიოთ ტემპერატურა 160 გრადუსზე,სანამ გული არ იქნება გამომცხვარი.დავჭრათ 3 დღის შემდეგ.